რუსეთმა ჩერნოვცის შეუტია - არიან დაღუპულები და მძიმედ დაჭრილები

ჩერნოვციში 12 ივლისის ღამეს რუსეთის იერიშის დროს ნანგრევების ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჩერნოვცის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რუსლან ზაპარანიუკმა განაცხადა.
„გამთენიისას რუსებმა ჩვენს ოლქს 4 „Shahed“-ის ტიპის დრონით და 1 რაკეტით შეუტიეს. სამწუხაროდ, ჩერნოვციში მტრის ობიექტებიდან ჩამოვარდნილი ნამსხვრევების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - 26 წლის გოგონა და 43 წლის მამაკაცი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და მეგობრებს...“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.
მისივე თქმით, კიდევ ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა და ექიმები მათი სიცოცხლისთვის იბრძვიან.
„ერთი ქალი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. 10-მა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწიათ“, - ხაზგასმით აღნიშნა ზაპარანიუკმა.
გარდა ამისა, ჩერნოვცის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, რუსული ავიაიერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი შენობა, მაღაზია, ადმინისტრაციული შენობა და ავტომობილი.
„სტოროჟინეცკაიას თემის ტერიტორიაზე შედეგებია. მტრის დრონების დარტყმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობა და მსუბუქი ავტომობილი. იქ არავინ დაღუპულა და დაშავებულა“, - დასძინა მან.