1752304366
სამართალი
ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე - დაიღუპა ერთი ადამიანი

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ამობრუნდა, მის საშველად გადასულ მამაკაცს კი ავტომობილი დაეჯახა.
მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. დაშავებული კაცი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.