გერმანიის მკვიდრს 5 წელი მიუსაჯეს, რადგანაც რუსეთში ძვირად ღირებულ ავტომობილებს ყიდდა

გერმანიის ქალაქ მარბურგის სასამართლომ გესენის რეგიონის მკვიდრს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა რუსეთში სანქციების გვერდის ავლით ძვირად ღირებული ავტომობილების გაყიდვის გამო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ავტოსალონის 56 წლის მუშაკი რუსეთში „ლუქსის“ კლასის 71 ავტომობილის გაყიდვაში დამნაშავედ ცნეს. მათმა საერთო ფასმა 5 მლნ ევრო შეადგინა.
ავტოსალონის წარმომადგენელი მანქანებს მოტყუებით „მესამე ქვეყნებში“ გასაყიდად აფორმებდა. ჩხრეკისას მას სამი ძვირად ღირებული ავტომობილი და 130 000 ევროს ნაღდი ფული აღმოაჩნდა.
2023 წლის ივნისიდან ევროკავშირიდან რუსეთში ახალი და მეორადი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალა, რომელთა ძრავის მოცულობა 1,9 ლიტრს აღემატება. ასევე აიკრძალა ჰიბრიდების და ელექტრომობილების მიწოდებაც. ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეუძლებელი გახდა რუსეთში ისეთი მანქანების მიწოდება, როგორებიცაა Porsche Cayenne, Mercedes-Benz G ("გელენვაგენი"), Mercedes-Maybach, Audi Q7, BMW X5.
საერთო ჯამში რუსეთში ძვირად ღირებული მანქანების მიწოდებასთან დაკავშირებით გერმანიაში სისხლის სამართლის 40 საქმეა აღძრული.