„რუსეთი აგრძელებს ტერორის ესკალაციას“ - სიბიგა აშშ-სა და ევროკავშირს მოუწოდებს, მოსკოვს სანქციები დაუწესონ

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მორიგი მასშტაბური ავიაიერიშების ფონზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციების დაწესების აუცილებლობას. უკრაინელმა მინისტრმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
სიბიგამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი „აგრძელებს ტერორის ესკალაციას, ასობით დრონისა და რაკეტის კიდევ ერთი ტალღის გაშვებით“.
„რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყოველდღიური ტერორის მასშტაბები აჩვენებს, თუ რამდენად აუცილებელია მოსკოვისთვის ნავთობიდან მიღებული შემოსავლების ჩამორთმევა, რასაც ის ომის დანაშაულებად აქცევს“, - აღნიშნა მან.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის თქმით, „რუსეთის საომარი მანქანა დღეში ასობით ტერორისტულ საშუალებას აწარმოებს“. მისივე თქმით, ასეთი მასშტაბები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას.
„ჩვენი პარტნიორების ინტერესებშია, რაც შეიძლება მალე დავამარცხოთ ტერორის ეს ქარხანა ახალი მკაცრი სანქციებით: ევროკავშირის მე-18 პაკეტი და გრეჰემ-ბლუმენტალის კანონპროექტი. დაუყოვნებლივ შევამციროთ პუტინის „სიკვდილის ქარხნის“ დაფინანსება“, - დაწერა სიბიგამ.
Russia continues to escalate its terror, launching another barrage of hundreds of drones and missiles, damaging residential areas, killing and injuring civilians.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) July 12, 2025
Western cities of Chernivtsi, Lviv, and Lutsk suffered a particularly horrible attack, other regions were also hit.… pic.twitter.com/hLJFe03xqL