1752239058
ეკონომიკა
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7160 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7174 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1753 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1875 შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0676 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 12 ივლისს შევა ძალაში.