1752267754
საზოგადოება
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თვისუფალია.
ინფორმაციისთვის, მაგისტრალზე, სურამთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრაილერი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.