Loading data...
მარნეულში მოზარდი დაჭრეს

მარნეულში არასრულწლოვანი დაჭრეს.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს 50-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.