Loading data...
ზელენსკი: რუსეთზე ზეწოლამ უნდა იმუშაოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად პარტნიორებთან მუშაობა გრძელდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. 

„ვესაუბრე ჩვენს სამხედროებს. მათ ფრონტზე, ჩვენს ოპერაციებზე ინფორმაცია მოგვაწოდეს. ჩვენი ჯარისკაცების სიმტკიცისთვის მადლობელი ვარ,“ - აცხადებს ზელენსკი. 

ზელენსკის თქმით, ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ახალი იარაღის მიწოდებაზე, უკრაინაში მათი წარმოების გაზრდაზე, ასევე უკრაინის არმიის უკეთეს უზრუნველყოფაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ თითოეული შეთანხმება, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს, რათა იგრძნობოდეს, რომ არის მეტი ძალა, მეტი რესურსი, ცის მეტი დაცვა, მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა. ეს მთავარი პრიორიტეტია“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ, ასევე დასძინა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ახალი თავდაცვის პაკეტები მზადდება. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების კუთხით „ძლიერი ნაბიჯების“ გადადგმაა მოსალოდნელი.