თბილისის საქალაქო სასამართლომ ცილისწამებაზე კალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
6 წუთის წინ
2022 წლის 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა კახა კალაძეს სარჩელი ტელეკომპანია „პირველისა" და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ და მოპასუხეებს სოლიდარულად 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
მამუკა მდინარაძე: მშვიდობასთან და ეკლესიასთან ერთად ებრძვიან ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.  ყველა მიმართულებით, იზრდება დაფინანსება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი ევროპულ მაჩვენებელს  მიუახლოვდება
14:44 / 30.11.2022
,,ეს ძალიან სასიამოვნო ამბავია საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის, ვინც ამაში ოდნავ მაინც გაერკვევა. ბევრს ვერც კი წარმოედგინა, შარშან, შარშანწინ, რომ 25 მილიარდიანი ბიუჯეტის პირობებში ჩვენ შეგვეძლო, რაღაც სოციალური პაკეტების გაზრდაზე და ასეთი თამამი გადაწყვეტილებებზე გვეზრუნა და გვეფიქრა,
არჩილ თალაკვაძე - ანა ფოტიგა „ნაცმოძრაობის“ საუკეთესო მეგობარია
14:42 / 30.11.2022
ანა ფოტიგა გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ საუკეთესო მეგობარი და პარტნიორი - ივანიშვილი არ პასუხობს ამ კომენტარებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავტოვებთ უკომენტაროდ ყველა იმ უსამართლო განცხადებას, თუ პოლიტიკურ თავდასხმას, რაც გვესმის რადიკალური ბანაკის და მათი მოკავშირეების მხრიდან
ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 20 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინის არმიის 100 000-მდე სამხედრო დაიღუპა
14:39 / 30.11.2022
რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 20 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინის არმიის 100 000-მდე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
ირაკლი კობახიძე:სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს
14:14 / 30.11.2022
სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა. სალომე ზურაბიშვილი თუ არჩევანს სიმშვიდესა და არეულობას შორის, არეულობის სასარგებლოდ გააკეთებს, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის -Binance-ის დამფუძნებელს და მთავარ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:18 / 30.11.2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის - Binance-ის დამფუძნებელს და მთავარ აღმასრულებელ დირექტორს ჩანგპენგ ჟაოს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილი: გერმანიას განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლაში. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წინ არის და ამ პროცესში ჩვენ გერმანიის იმედი ნამდვილად გვაქვს
13:16 / 30.11.2022
„გერმანიას განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლაში. გერმანიის კანცლერის სიტყვები, რომ ერთიანი ევროპა ნიშნავს ევროპას ლისაბონიდან თბილისამდე, გვაჩვენებს თუ რამდენად მკაფიოა გერმანიის ხედვა საქართველოს ევროპულ ოჯახში სრულუფლებიან წევრობაზე. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილია, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წინ არის და ამ პროცესში ჩვენ გერმანიის იმედი ნამდვილად გვაქვს
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ქართველებს ჩვენი სოლიდარობა სჭირდებათ
12:06 / 30.11.2022
ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში. მათ ჩვენი სოლიდარობა სჭირდებათ. არის საჭიროება, რომ ნამდვილად დავდგეთ მათი საზღვრების დასაცავად, - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიკენ ჰუიტფელდტმა ბუქარესტში, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი სამიტი მიმდინარეობს, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბუქარესტში, დღეს დაგეგმილი შეხვედრების დროს განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება, როგორც დაიცვან რუსეთის მეზობელი ქვეყნები, მათ შორის საქართველო.

„ჩვენ დღეს ვისაუბრებთ რუსეთის მეზობელ დაუცველ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და ასევე ბოსნია. ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში. მათ ჩვენი სოლიდარობა სჭირდებათ. არის საჭიროება, რომ ნამდვილად დავდგეთ მათი საზღვრების დასაცავად. ვფიქრობ, მინისტერიალზე ეს იქნება საერთო გზავნილი საქართველოსთვის“, - განაცხადა ნორვეგიის საგარეო მინისტრმა.
ალუდა ღუდუშაური:როცა გიორგი ვაშაძეზე ვსაუბრობთ, იქვე უნდა ვსაუბრობდეთ საცირკო წარმოდგენაზე
11:46 / 30.11.2022
"სტრატეგია აღმადენებელი" ძალიან მდარე ხარისხის შოუს სთავაზობს საზოგადოებას, როცა ვაშაძეზე ვსაუბრობთ იქვე უნდა ვსაუბრობდეთ საცირკო წარმოდგენაზე, რა ესაქმება მას იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება და სასიკეთო საქმეები კეთდება - ვაშაძე და მისი მონაგარი პარლამენტში ქვეყნის იმიჯის დაზიანებით არის დაკავებული
კახა კალაძე - საახალწლო სლოგანში არავითარი პოლიტიკური გზავნილი არ იყო ჩადებული - რა ვქნათ მეგობრებო, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა?
11:45 / 30.11.2022
საახალწლო სლოგანში არავითარი პოლიტიკური გზავნილი არ იყო ჩადებული - მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. რა ვქნათ მეგობრებო, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა? არ გავუშვათ ეს ყველასათვის სანუკვარი სურვილი თბილისიდან მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიმართულებით?
დღის სიახლეები
კალენდარი
×