საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ზურაბ პოლოლიკაშვილს UNTWO-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მეორე ვადით არჩევას ულოცავს,- ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე წერს.
წლის ბოლომდე, დაახლოებით, 1 700 000 მოზრდილი ადამიანის ვაქცინაციაა განსაზღვრული. მოლოდინი გვაქვს, რომ, პირველ ეტაპზე, უფრო სწრაფად მივიღებთ „ფაიზერის“ ვაქცინას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „იმედინიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ იგეგმება ნარჩენების სეპარირების გამართული სისტემის შექმნა, რომელიც ნარჩენების ხარისხიანად გადამუშავებას უზრუნველყოფს. ამ ვალდებულებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აკისრებს.
საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.
დღეს კაცობრიობა დგას ისტორიაში ერთ-ერთი მართლაც რომ არნახული განსაცდელის წინაშე, რომელიც მსოფლიოს ერთბაშად მოედო - სწორედ დღევანდელი დღე, ნათლისღების საიდუმლო იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რომელიც შეიტანას გარდატეხას პანდემიის დამარცხებაში, ჩვენი ერის, ჩვენი ხალხისა და მსოფლიოს ამ სნეულებისგან გათავისუფლებაში, - ამის თაობაზე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა სამებაში, ღვითისმსახურებაზე ბრძანა. მან მრევლს მიმართა, რომ იყვნენ მხნედ და გაძლიერდნენ ღვთისადმი რწმენით.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ემიგრანტებს მოქალაქეობის მიღებისთვის 8-წლიან პერიოდს შესთავაზებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 398 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 166 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 232 PCR ტესტით.
კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა, სადაც, საშუალოდ ყოველი მეათე მათგანი დაიღუპა,- CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიტანელი მეცნიერების კვლევაშია აღნიშნული.
18 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩას მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.
საქართველოს სურს ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს. სუვერენულ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა თავად გადაწყვიტონ თუ რა გზით სურთ სვლა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ღამის კურიერის ეთერში "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
48 წლის ბენ აფლეკი და 32 წლის ანა დე არმასი 2020 წლის პანდემიურ წყვილად დასახელდა. ისინი საკმაოდ ხშირად ჩნდებოდნენ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიყვარულის გამოხატვას საერთოდ არ ერიდებოდნენ. ბენმა ანა დედასაც გააცნო და ყველა ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ მალე წინ კიდევ ერთი ვარსკვლავური ქორწილი გველოდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 34 291 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 404 ადამიანი გარდაიცვალა.
პროტესტი იქნება ლეგალური, ლეგიტიმური და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაზაფხულიდან მასობრივი საპროტესტო მოძრაობა იყოს, რათა ხალხმა წართმეული უფლება აღიდგინოს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
“გიგი უგულავა სახეს კარგავს ყოველდღე და ძალიან მძიმე საყურებელია ეს პროცესი ყოველდღიურად”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” განაცხადა კითხვაზე, რომ მათ და “გირჩს” გიგი უგულავამ პოლიტიკური განგრენა უწოდა. “ჩვენ გვინდა რეალურ პრობლემებზე ვლაპარაკობდეთ იქ, სადაც უნდა ვლაპარაკობდეთ”, – აღნიშნა ელისაშვილმა.
გიორგი ვაშაძემ განმარტა თუ რატომ არ შეხვდა „გირჩის“ და „მოქალაქეების“ ლიდერებს. ამ თემაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა TV პირველის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესში მსგავსი საჯარო დისკუსიები და საჯაროდ, პროცესში პროგრესის გარეშე პოზიციის შეცვლა არასწორია.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა, რომ გზა, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ აირჩია, ქვეყანაში ქაოსის შექმნისკენაა მიმართული.
რეჟისორი გიორგი ხაინდრავა, რომელიც 2008 წელს ეროვნული საბჭოს წევრი იყო, გია გაჩეჩილაძეს ახსენებს, რომ მისი როლი მაშინდელ აქციებში მინიმალური იყო და გავლენას აქციის დაშლაზე ვერ მოახდენდა. როგორც ხაინდრავამ „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს, გაჩეჩილაძე ეროვნული საბჭოს წევრი არ ყოფილა და რიგითი დემონსტრანტი იყო, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა, როგორც ბარდი.
რეჟისორი გიორგი ხაინდრავა, რომელიც 2008 წელს ეროვნული საბჭოს წევრი იყო, გია გაჩეჩილაძეს ახსენებს, რომ მისი როლი მაშინდელ აქციებში მინიმალური იყო და გავლენას აქციის დაშლაზე ვერ მოახდენდა. როგორც ხაინდრავამ „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს, გაჩეჩილაძე ეროვნული საბჭოს წევრი არ ყოფილა და რიგითი დემონსტრანტი იყო, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა, როგორც ბარდი.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოწოდებს, გლობალური COVID-19- ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგეს. ამის შესახებ reuters-ი წერს.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ის მზად არის, რომ თვის ბოლოს “მოქალაქეების” ლიდერს ალეკო ელისაშვილს შეხვდეს და ამ შეხვედრაზე მას ახლანდელისგან განსხვავებული პოზიცია არ ექნება.ამის შესახებ ნიკა მელიამ ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა დ აგანმარტა, რომ აუცილებელია, ოპოზიციურ პარტიებს შორის ურთიერთობები არ გაფუჭდეს.