ვაჟა სირაძე „სადგურის მოედანზე“ მომხდარ ნგრევაზე: ამ ეტაპზე, გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს - მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნგრევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ, ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ფაქტთან დაკავშირებით მყისიერად გამოცხადდნენ ადგილზე როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები საპატრულო პოლიციასთან ერთად.
გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ, ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მას შემდეგ, რაც დავაზუსტებთ ინფორმაციას, აუცილებლად მოგახსენებთ”, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
შეგახსენებთ, რომ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.