აშშ-მა და ევროკავშირმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ევროკავშირთან შეთანხმებას მიაღწია და უკრაინისთვის მისაწოდებელი იარაღის ხარჯს ევროპა სრულად დაფარავს.
„ნატო და აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ალიანსში მეთიუ უიტაკერი კოორდინაციას გაუწევენ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი განცხადებით, იარაღს აშშ დაამზადებს, ხოლო ევროპა ხარჯებს დაფარავს. „მათ ბევრი ფული აქვთ, ყველა ქვეყანა მდიდარია. ჩვენი ბოლო შეხვედრა ძალიან წარმატებული იყო და ამ საკითხზე მოლაპარაკებებიც წარმატებულადვე დასრულდა“, - ამბობს ამერიკის პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპმა, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ გადასახადების დაწესების შესახებაც განაცხადა.
მისი თქმით, თუ 50 დღის განმავლობაში კრემლი კიევთან კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას არ გამოძებნის, ამერიკა რუსეთისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა თემებზე თეთრ სახლში, ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
Trump on NATO:
— Clash Report (@clashreport) July 14, 2025
We made a deal today where we are going to be sending them weapons and they're gonna be paying for them.
The US will not be having any payment made. We're not buying it but we will manufacture it and they will be paying for it.pic.twitter.com/e0VLCG37JP