თეირანი ევროპას მოუწოდებს, მოლაპარაკებების დროს პოლიტიკური პატიმრების საკითხი წამოჭრას

„მოლაპარაკებებს არ დავიწყებთ, თუ არ დავრწმუნდებით, რომ პროცესი საჭიროებისამებრ მიმდინარეობს“, - აცხადებს ოფიციალური თეირანი და ევროპას ურჩევს, ირანის პოლიტიკური პატიმრების მდგომარეობის საკითხი წამოჭრას. თემაზე The Guardian წერს.
ირანის ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ევროპარლამენტარებს და ევროპის მთავრობებს მეტი სიფრთხილის გამოჩენას ურჩევენ და აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის საკითხის უგულებელყოფა, მომავალ მოლაპარაკებებს ჩიხში შეიყვანს.
„შიდა უთანხმოების დახშობა ევროპასა და ირანს შორის მომავალ ურთიერთობებზე, ნებისმიერი საუბრის დღის წესრიგში უნდა იყოს“, - აცხადებს თეირანი და დასძენს, რომ ირანში მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, შეიძლება თუ არა 12 ივნისს დაწყებული, ისრაელის თავდასხმებით გამოწვეული პატრიოტიზმის აღზევება პოლიტპატიმრების გათავისუფლებით და სიკვდილით დასჯის ზოგიერთი სახეობის შემსუბუქებით გაძლიერდეს.
პარალელურად, აქტიურად განიხილება ამერიკასთან მოლაპარაკებების ხელახლა წამოწყების საკითხი, რაზეც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეთი პასუხი აქვს, რომ აშშ-ს მკაფიო გარანტიების გარეშე, პროცესი არ და ვერ შედგება.
„აშშ-ს შევხვდებით, თუ გარანტიას მოგვცემს, რომ თავს აღარ დაგვესხმება“, - აცხადებენ თეირანში.