პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით 19 წლის გოგოს გარდაცვალების შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია განიხილავს
22:54 / 01.12.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით 19 წლის გოგოს გარდაცვალების შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია განიხილავს.
ქართველი ექიმი დავით მრელაშვილი კოვიდკლინიკას ქმნის, რომელიც ონლაინ იმუშავებს
22:42 / 01.12.2020
ნეიროიმუნოლოგი დავით მრელაშვილი, რომელიც ამჟამად სამხრეთ კაროლინაში მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში ქართველი ექიმებისთვის კოვიდკლინიკის შექმნის ინიციატივით გამოდის და სთხოვს განსაკუთრებულად რამდენიმე მიმართულების ექიმს, რომ საკუთარი მონაცემები ერთიან სისტემაში ასატვირთად გაუგზავნოს.
"სულ რომ მეშინოდა და მერე ამ შიშს მალევე სადღაც ვჩქმალავდი" - ნინო სურგულაძეს მამა გარდაეცვალა
21:18 / 01.12.2020
მსოფლიოში აღიარებულ მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძეს მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
დავით ზალკალიანი: გვაქვს მოლოდინი, რომ მინისტერიალზე ნატო-საქართველოს განახლებული ერთობლივი პაკეტი გვექნება
21:15 / 01.12.2020
გვაქვს მოლოდინი, რომ მინისტერიალზე ნატო-საქართველოს განახლებული ერთობლივი პაკეტი გვექნება, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შეისწავლის
18:39 / 01.12.2020
ყველა დეტალს, რომელიც ამ შემთხვევას უკავშირდება, სამინისტრო შეისწავლის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კოვიდინფიცირებული 19 წლის გოგოს გარდაცვალებაზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
Pfizer და BioNTech-ის კომპანიები ევროკავშირს ვაქცინის გამოყენების დაშვებისკენ მოუწოდებენ
17:45 / 01.12.2020
გერმანიის BioNTech და აშშ-ის Pfizer-ის ფარმაცევტული კომპანიები ევროკავშირს ნებართვა მოსთხოვეს ვაქცინის გამოყენების დაწყება ევროპის ქვეყნებში. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ლარი გამყარდა
17:24 / 01.12.2020
ეროვნული ბანკის ცნობით, პირველი დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3185 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3253 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.68 თეთრი შეადგინა.
ეს სიმპტომები აჩვენებს, რომ კოვიდმა ტვინში შეაღწია – როგორ ხვდება ინფექცია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში
17:06 / 01.12.2020
ბერლინის კლინიკა Charité-ს მკვლევრებმა ის მექანიზმები შეისწავლეს, რომლითაც ახალ კორონავირუსს ადამიანის ტვინში შეღწევა შეუძლია. ასევე ის, თუ რა იმუნურ რეაქციას იწვევს ამ დროს ვირუსი. ინფორმაციას neurosciencenews-ი ავრცელებს.
ინფექციონისტი: თუ დიაბეტი რთულად სამართავია, ინფიცირებულ პაციენტს მეტი ყურადღება სჭირდება
16:34 / 01.12.2020
„არიან ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც აქვთ დიაბეტი მაგრამ ბინაზე იმართებიან. ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტების დროული შეფასება. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად რთული სამართავია დაავადება და რამდენად იმყოფებიან პაციენტები მათი მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დიაბეტი, ერთმნიშვნელოვნად, სტაციონარიზაციის კრიტერიუმი არ არის, თუმცა თუ დაავადება რთულად სამართავია, პაციენტს მეტი ყურადღება სჭირდება“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.
იუსტიციის სახლი: ახალშობილთა მშობლებს 25-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ
16:32 / 01.12.2020
15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.
ალეკო ელისაშვილი: მართლმსაჯულება თუ შეიცვლება, პარლამენტში კი არა კოცონში შევალ სიმღერით
15:57 / 01.12.2020
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია - გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები, შეცვლილი საარჩევნო კოდექსით და განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციით.
თენგიზ ცერცვაძე: „რემდესივირის“ შემოტანაზე ხელშეკრულებას ხელი გუშინ მოეწერა
15:12 / 01.12.2020
საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ „რემდესივირს“ დაახლოებით ორ კვირაში მიიღებს. ამის შესახებ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
„უამრავი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ხანგრძლივი კონტაქტით არ ინფიცირდებიან“ - თენგიზ ცერცვაძე
15:10 / 01.12.2020
„ამჟამად 7 კორონავირუსის შტამია ცნობილი, რომელიც ადამიანს ასნებოვნებს“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანია
14:53 / 01.12.2020
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს. ამ თანამდებობაზე ნოდარ მეტრეველი ლაშა გუჯეჯიანმა შეცვალა, რომელიც აქამდე ახალგაზრდულ ნაკრებს ავარჯიშებდა.
ილჰამ ალიევი: სომხეთი ან მთლიანად უნდა განადგურებულიყო ან ფაშინიანს ხელი უნდა მოეწერა, ვისი რა საქმეა? ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს
14:14 / 01.12.2020
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შევქმენით ახალი რეალობა, მოვიპოვეთ გამარჯვება, გავანადგურეთ მტერი, განვდევნეთ ის ჩვენი მიწებიდან, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
2021 წელს საჯარო სექტორში მომუშავეთა შრომის ანაზღაურების საერთო ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით იზრდება
12:15 / 01.12.2020
2021 წელს საჯარო სექტორში მომუშავეთა შრომის ანაზღაურების საერთო ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით იზრდება.
2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლებს სახელფასო დანამატი ეზრდებათ
11:47 / 01.12.2020
2021 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 36 პაციენტი გარდაიცვალა
11:04 / 01.12.2020
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა“,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის 3759 ახალი შემთხვევიდან 1595 - თბილისში, 623 - აჭარაში, 392 - იმერეთში დაფიქსირდა
10:59 / 01.12.2020
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
×