ჯანმო: ყველა დაიღალა ამ პანდემიით, მაგრამ დიდი გზა გვაქვს გასავლელი - ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ
00:20 / 04.08.2020
კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ იმ გავლენის შესახებ ისაუბრა, რომელიც Covid-19-ს შეიძლება ჰქონდეს მომავალზე და იმაზე, თუ როგორ იძლევა ეს გაუმჯობესების შესაძლებლობას.
ტრაგედია ჭიათურაში – 4 წლის ბავშვი დენის დარტყმით გარდაიცვალა
23:02 / 03.08.2020
ჭიათურის სოფელ ნავარძეთში დენის დარტყმის შედეგად 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
აჭარაბეთმა 100-დღიანი გათამაშების გამარჯვებულებს ავტომობილები გადასცა
22:52 / 03.08.2020
კომპანია აჭარაბეთმა უპრეცედენტო 100-დღიანი გათამაშების გამარჯვებულებს ავტომობილები გადასცა.
პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალდება წარუდგინა
21:41 / 03.08.2020
პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალდება წარუდგინა.
საპატრიარქო: გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები გარემოების ასახსნელად და წესის აგების ნებართვისთვის იმყოფებოდნენ
21:37 / 03.08.2020
საპატრიაროქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საპატრიარქოში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე: თუ ვაშაძესთან გავერთიანდი, ბნელ მხარეს ვდგავარ? უდიდესი შეურაცხყოფაა
21:32 / 03.08.2020
„ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადების დროს, სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა და ეს არის შეურაცხყოფა, რომელიც არავის ეპატიება - ამის შესახებ პარტია „კანონის და სამართალის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა „რუსთავი2“-ს განუცხადა.
თამარ ბაჩალიაშვილის დედა: პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი
17:32 / 03.08.2020
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს საპატრიარქომ გარდაცვლილისთვის წესის აგების კურთხევა მისცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა საპატრიარქოში, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოსთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი ინფორმაციით, შეხვედრას ვერ დაესწრო თავად კათოლიკოს - პატრიარქი.
ადვოკატის განცხადებით, არის ვარაუდი და ეჭვი, რომ თამარ ბაჩალიაშვილს შეხვედრა საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე ჰქონდა
17:30 / 03.08.2020
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული ვიდეოჩანაწერები იმიტომ უნდა გადამოწმდეს, რადგან არის ძალიან ბევრი ვარაუდი და ეჭვი, რომ ბაჩალიაშვილს ჰქონდა შეხვედრა და ამ შეხვედრის შემდეგ მოხდა მისი სიცოცხლის მოსპობის დაგეგმვა.
მაია ბითაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჭავჭავაძის გამზირზე გადასაადგილებლად 20-25 წუთი სჭირდებოდა, დღეს 8 წუთი სჭირდება
17:26 / 03.08.2020
თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელსაც ჭავჭავაძის გამზირზე გადასაადგილებლად 20-25 წუთი სჭირდებოდა, დღეს 8 წუთი სჭირდება.
ლევან გოფოძის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული პირი სამედიცინო პერსონალია
17:14 / 03.08.2020
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს.
ეზუგბაია: ორი ახალი ინფიცირებულიდან ერთის წყარო უცნობია
11:39 / 03.08.2020
ორი ახალი დადასტურებული შემთხვეევიდან ერთი ინფიცირებულის კონტაქტია, ხოლო მეორე პაციენტის ინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა
11:32 / 03.08.2020
„აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ გახსნისთვის მზად არ იყო“,- ამის შესახებ ე.წ. სამინისტროს განცხადება Facebook-ის გვერდზე გამოქვეყდნა.
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
11:28 / 03.08.2020
4 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
პირბადის გამოუყენებლობის გამო ივნისში 831 ჯარიმა გამოიწერა
11:21 / 03.08.2020
2020 წლის 12 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, პირბადის ტარების წესის დარღვევის 831 შემთხვევა გამოვლინდა.
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა
11:15 / 03.08.2020
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1179-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
ვანო მერაბიშვილი: ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატების და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება
11:13 / 03.08.2020
დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ვანო მერაბიშვილი: არ ვიქნები პარლამენტის წევრი და არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში
11:09 / 03.08.2020
არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
კოსმოსური ხომალდი Crew Dragon დედამიწაზე დაბრუნდა
03:07 / 03.08.2020
Space-ის კოსმოსური ხომალდი Crew Dragon დედამიწაზე დაბრუნდა. ამის შესახებ BBC წერს.
გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 17 ივლისიდან  თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით მატარებელს  ნიშნავს
12:16 / 17.07.2020
თბილისი - ბათუმი - თბილისი #808/807
გასვლა- თბილისი ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი ჩამოსვლა- თბილისი
10:30 15:30 19:05 00:10
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
21:44 / 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
დღის სიახლეები
კალენდარი
×