Loading data...
ჰამბურგიდან ვენაში მიმავალ მატარებელში კაცი მგზავრებს თავს დაესხა - დაშავდა 4 ადამიანი

ჰამბურგიდან ვენაში მიმავალ მატარებელში კაცი მგზავრებს თავს დაესხა და 4 მგზავრი დაჭრა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი იტყობინება. 

მედიასაშუალების ცნობით, ინციდენტის დროს მატარებელში სულ 500-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს. 

თავდასხმის მოტივი უცნობია.