Loading data...
ირაკლი კობახიძე - ვინც ცდილობს საქართველოში რევოლუციის მოწყობას, ახალგაზრდების იდეოლოგიურად მოწამვლას, იგივე ადამიანები ავრცელებენ ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკებს, ეს არის ე.წ. ლიბერალური ხაზი, ვერ ვიქნებით ვერც ტოლერანტულები და ვერც გულხელდაკრეფილი, დაგვჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა

„ვიღაცებს სურდათ საქართველოში წაეხალისებინათ ნარკოტიკის მოხმარება, ესეც იგივე ხელით არის დალაგებული ვინც ჩვენ გვედავება დემოკრატიულ უკუსვლას, ვინც ცდილობს საქართველოში რევოლუციის მოწყობას, იდეოლოგიურად ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის ახალგაზრდების მოწამვლას, ზუსტად იგივე ადამიანები ავრცელებენ ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავარი არის, რომ სახელმწიფო ჰქონდეს მკაფიო პოლიტიკა ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

„აღრიცხვაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ეფექტურად ებრძოლო ნარკომანიას. ეს არის პრობლემური საკითხი. ამასთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციაც არ აქვს მკაფიოდ სახელმწიფოს. ყველა ამ მიმართულებით გვექნება შედეგები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვიღაცებს სურდათ საქართველოში წაეხალისებინათ ნარკოტიკის მოხმარება, ესეც არის ლიბერალური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ხაზი, ესეც იგივე ხელით არის დალაგებული ვინც ჩვენ გვედავება დემოკრატიულ უკუსვლას, ვინც ცდილობს საქართველოში რევოლუციის მოწყობას, ვინც ცდილობს იდეოლოგიურად ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის ახალგაზრდების მოწამვლას, ზუსტად იგივე ადამიანები ავრცელებენ ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკებს. ეს არის ე.წ. ლიბერალური ხაზი. აქაც ვერ ვიქნებით ჩვენ ვერც ტოლერანტულები და ვერც გულხელდაკრეფილი, აქაც დაგვჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ