Loading data...
პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი თითქმის 1 საათი გაგრძელდა - რუსული მედია

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. 

უშაკოვს არ დაუკონკრეტებია თუ რის შესახებ ისაუბრეს ლიდერებმა. 

„პრეზიდენტ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის თითქმის ერთსაათიანი საუბარი ახლახან დასრულდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს უშაკოვმა. 

ცნობისთვის, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა თავის რუს კოლეგასთან საუბარი სოციალურ ქსელში დააანონსა.