Loading data...
ზელენსკი: არ ვფიქრობ, რომ სასაუბროდ პუტინსა და ტრამპს ბევრი საერთო საკითხი აქვთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის პრეზიდენტთან დაანონსებულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „უკრაინა მშვიდობის დამყარების შესახებ შეერთებული შტატების წინადადებას ეთანხმება“.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ზელენსკის დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისგან მისი მოლოდინების შესახებ ჰკითხეს.

„არ ვფიქრობ, რომ მათ სასაუბროდ ბევრი საერთო საკითხი აქვთ, რადგან ისინი განსხვავებული ადამიანები არიან. ჩვენ თავიდანვე ვუჭერდით მხარს პრეზიდენტ ტრამპის იდეას უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მე არაერთხელ მითქვამს, რომ მზად ვართ ნებისმიერი ფორმატის შეხვედრისთვის. რუსეთში მხოლოდ პუტინი წყვეტს ყველაფერს, ჩვენ გვჭირდება შეხვედრა ლიდერების დონეზე - თუ ნამდვილად გვინდა მშვიდობის მიღწევა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

ინფორმაციისთვის, თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელში 3 ივლისს თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი დააანონსა.