1751565755
უცხოეთი
Sky News-ი: კირ სტარმერმა რამდენიმე თვეში, შესაძლოა ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობა დატოვოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა რამდენიმე თვეში, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს, - აღნიშნულის შესახებ Sky News-ი „ლეიბორისტული“ პარტიიდან ბრიტანეთის პარლამენტის ორ წევრზე დაყრდნობით იტყობინება.
Sky News-ის ინფორმაციით, თუ 2026 წლის მაისში „ლეიბორისტული“ პარტია უელსის, შოტლანდიისა და ლონდონის არჩევნებზე ცუდ შედეგს აჩვენებს, სტარმერს თანამდებობასთან დამშვიდობება მოუწევს.
„უელსში დიდი ბრიტანეთის რეფორმისტული პარტიის პოპულარობა იზრდება, ხოლო ლონდონში „ლეიბორისტებს“ საფრთხეს „მწვანეები“ უქმნიან“, - წერს მედიასაშუალება.