Loading data...
იური უშაკოვი: ტრამპთან საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი უარს არ იტყვის თავის მიზნებზე, რაც კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას გულისხმობს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი უარს არ იტყვის თავის მიზნებზე, რაც კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას გულისხმობს. 

როგორც პრეზიდენტების საუბრის დასრულების შემდეგ უშაკოვმა აღნიშნა, ტრამპმა კიდევ ერთხელ წამოჭრა უკრაინაში სამხედრო მოქმედებების სწრაფი დასრულების საკითხი.

უშაკოვმა ასევე თქვა, რომ საუბრის დროს არ განხილულა აშშ-ის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების საკითხი.

ამასთან, პუტინის თანაშემწემ თქვა, რომ მოლაპარაკებები სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის ორმხრივ ფორმატად დარჩება, თუმცა მოლაპარაკებების მესამე რაუნდის კონკრეტული თარიღები არ განხილულა. 

გარდა ამისა, უშაკოვმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ლიდერებმა ირანისა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის გარშემო არსებული ვითარებაც განიხილეს.  

„პუტინი და ტრამპი კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, - დასძინა პუტინის თანაშემწემ.