ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი უკანონო პატიმრობიდან ხვალ გათავისუფლდება
18:45 / 24.09.2020
ოკუპანტების მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ ხვალ გაათავისუფლებენ. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაშია
18:11 / 24.09.2020
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაშია.
ლარის ახალმა კურსმა 3.28-ს გადააჭარბა
17:07 / 24.09.2020
ეროვნული ბანკის ცნობით, 24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა. ეროვნული ვალუტის კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 3.2897 შეადგინა.
თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები, ფანქრები, მაკრატლები და პასტელები დაურიგდებათ
15:19 / 24.09.2020
თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი საავარაუდოდ 1 ოქტომბრიდან დაიწყება, სადაც მკაცრი რეგულაციები იქნება დაცული.
მშობლებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ, რომ მათმა შვილებმა სწავლა დისტანციურად გააგრძელონ, ამის შესაძლებლობა ექნებათ
15:00 / 24.09.2020
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მშობლებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ, რომ მათმა შვილებმა სწავლა დისტანციურად გააგრძელონ, ამის შესაძლებლობა ექნებათ.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პირი ბინაზე მკურნალობს
14:45 / 24.09.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, დღევანდელი მონაცემებით ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პირი ბინაზე მკურნალობს.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით 26-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა და მას მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა
14:38 / 24.09.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით 26-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა. მისი თქმით, პაციენტს მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
ნათია მეზვრიშვილი: უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება
14:16 / 24.09.2020
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
საქართველოში კორონავირუსისგან 26-ე პაციენტი გარდაიცვალა
14:03 / 24.09.2020
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 26-მდე გაიზარდა.
1-ელი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლას თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის მოსწავლეები დაიწყებენ
14:01 / 24.09.2020
1-ელი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი ონლაინ რეჟიმში.
აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება
13:48 / 24.09.2020
აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება.
კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში, 34 კი თბილისში დაფიქსირდა
11:12 / 24.09.2020
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში, 34-კი თბილისში დაფიქსირდა.
პრემიერი: უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება, რაც მარტივი წესების დაცვას ნიშნავს - ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის ნორმები
11:02 / 24.09.2020
დღეის მდგომარეობით სრულფასოვნად მუშაობენ ცხელების ცენტრები, 112-ის სისტემა, კონტაქტების სწრაფი დადგენის სისტემა, საკარანტინო სისტემა და რაც მთავარია, ამ ეტაპების შემდგომ ეფექტურად მუშაობს ტესტირება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
10:46 / 24.09.2020
საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4399 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 17 ივლისიდან  თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით მატარებელს  ნიშნავს
12:16 / 17.07.2020
თბილისი - ბათუმი - თბილისი #808/807
გასვლა- თბილისი ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი ჩამოსვლა- თბილისი
10:30 15:30 19:05 00:10
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
21:44 / 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
დღის სიახლეები
  • ნახევარი მილიარდი, რაც სახელმწიფომ სოფლის მეურნეობაში ჩადო, ეს იყო ბერკეტი იმისთვის, რომ კერძო ინვესტიცია მოგვეზიდა, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, "ნამდვილ რიცხვებში" განაცხადა.
    00:13 / 25-09-2020
  • წერტილოვანი შეზღუდვების მიუხედავად, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები დღითიდღე მატულობს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსი 259 პირს დაუდასტურდა. ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 399-მდე გაიზარდა.
    23:51 / 24-09-2020
  • თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს, თბილისის მერიისინიციატივით დაფუძნდა, ფესტივალის მიზანი დღემდე უცვლელია: განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება.ფესტივალის 9-წლიანი ისტორიის განმავლობაში, გაიზარდა საგუნდო მუსიკის მსმენელის აქტივობა, რაც უდიდესი სტიმულია საქართველოში მოქმედიგუნდებისათვის. ამ ხნის განმავლობაში, ყოველწიურად, საფესტივალო კონცერტები, იმართებოდა, როგორც თბილისის სხვადასხვა საკონცერტო, ასევე ექსპერიმენტულ სივრცეებში, თუმცა წელს, არსებული პანდემიური ვითარების ფონზე, ფესტივალი წარმოგიდგენილი იქნება ღია ცის ქვეშ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში.საიუბილეო ფესტივალის პროგრამაში, 27 სექტემბრიდან წარმოდგენილი იქნება ოთხი კონცერტი, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ: გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, გორის ქალთა კამერული გუნდი, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "ფიროსმანი", ახალგაზრდული შერეული გუნდი "თუთარჩელა", ვაჟთა ფოლკლორულიანსამბლი "მძლევარი", საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი "ლირა", სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი "ერქვანი", გორის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი, ანსამბლი "მართვე", თბილისის ქალთა გუნდი, ნ. სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი "ბიჭები", ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის სტუდენტურიკაპელა, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო–სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი.ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორი – ქ.თბილისის მერიამხარდამჭერი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროგენერალური პარტნიორი: საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრიფესტივალის განამხორციელებელი: ააიპ თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისოფესტივალი ფესტივალის დირექტორი: ხელოვნებათმცოდნე – მაია ჩაჩავა ფესტივალისსამხატვრო ხელმძღვანელი: არჩილ უშვერიძე
    23:44 / 24-09-2020
  • ჟურნალი ,,თაიმი" 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით წლის გმირების დასახელებას გეგმავს. ცერემონიალს პრინცი ჰარი და მეგან მარკლიც დაესწრებიან, რომლებმაც ამ ფაქტთან დაკავშირებით სატელევიზიო ინტერვიუ მისცეს.
    23:41 / 24-09-2020
  • დახვეწილი გემოვნება, ეპატაჟური სტილი და უდიდესი შარმი – გერმანელი ცოლ–ქმარი სადაც არ უნდა გამოჩნდეს ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა. ბრიტნი კანჯა და გიუნტერ კრაბენჰოფი კარგა ხანია ვერცხლის ასაკში იმყოფებიან, თუმცა ეს არ უშლის მათ ხელს რომ ბერლინში გამართული ყველა კულტურული თუ სოციალური ივენთის სტუმრები იყვნენ და საცეკვაო მოედნებიც დაიპყრონ.
    23:34 / 24-09-2020
  • ,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი დღეს ფერმერ ალექსანდრე გარმელიას და გიორგი ზაქარაიას სახელმწიფო პროგრამით გაშენებული მოცვის ბაღები დაათვალიერა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
    23:32 / 24-09-2020
  • ლეგენდარული ჯგუფის, Radiohead-ის ვოკალისტი ტომ იორკი დაქორწინდა. 51 წლის მუსიკოსის რჩეული 36 წლის მსახიობი დაიანა რონჩიონეა. ჯვრისწერის ცერემონია სიცილიაში გაიმართა და მას 120-მდე სტუმარი ესწრებოდა. ყველა სტუმარს დამცავი ნიღაბი ეკეთა, რომელიც ცერემონიალის დაწყებამდე დაარიგეს. წყვილმა უარი თქვა ცეკვაზე და ქორწილის მომსახურე პერსონალი კორნავირუსზე წინასწარ გატესტა.
    23:28 / 24-09-2020
  • არ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ facecbook-ით ვიდეომიმართვისას გააკეთა. დედაქალაქის მერი ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა.
    23:24 / 24-09-2020
  • ბარამიძე მარტო ლანძღვა-გინებით რომ გამოირჩევა, ხალხისთვის ერთი შეთავაზება გაუკეთებია?! – ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა და პრემიერობის კანდიდატმა გიორგი ბარამიძემ "აიპრესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც მკითხველს დღეს გვიან საღამოს შევთავაზებთ."რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის დატოვებას, მე იქ ვიყავი ცალკე პოლიტიკური სუბიექტი პარტია "ახალი საქართველოს" სახით და როგორც ჩვენ მივიღებდით გადაწყვეტილებას, ისე იქნებოდა.
    22:22 / 24-09-2020
  • იაპონიაში საქართველოს საელჩოს იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის, Kowa-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ. ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
    22:18 / 24-09-2020
  • ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მგალობელს კორონვირუსი დაუდასტურდა. ის ამავე ეკლესიის მესანთლე ქალის კონტაქტია, რომელსაც კორონა ვირუსი 22 სექტემბერს გამოუვლინდა. მგალობელი ეკლესიაში წირვაზე იმყოფებოდა.
    22:14 / 24-09-2020
  • "მძევლების" რეჟისორს, რეზო გიგინეიშვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა.
    22:10 / 24-09-2020
კალენდარი
×