ჩვენს ნებისმიერ დასავლელ პარტნიორს მოვუწოდებ, ასეთი თამაშები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან და კონსტიტუციურად არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან უნდა დავამთავროთ - შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი პირდაპირი დიალოგით მოხდეს, - ეს განცხადება დღეს პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! - ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა, რადგან რასაც ვლაპარაკობთ, იმის საწინააღმდეგო კამპანიაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
შრომის ინსპექციის სამსახურმა, 2021-2022 წლებში 127 კოვიდ კლინიკა შეამოწმა, საიდანაც 90 დაწესებულებაში დადგინდა, რომ სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი დანამატი არ გაუციათ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, სანქციებზე საუბარი უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, ვინაიდან ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოს დამაზიანებელი ვერაფერი დადეს და ვერ დადებენ, იმიტომ რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ასე გამოეხმაურა ის უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომ საქართველომ უნდა აირჩიოს - კაციჭამიებს უჭერს მხარს თუ თავისუფლებას.
ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელებმა ბოლო 30 წუთში ნოვოფიედეროვკის საჰაერო ბაზას Agm-140 Atacms-ის ტიპის 15 რაკეტა ესროლეს.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე დედაქალაქის ნაძალადევის და დიდუბის რაიონებში მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სერიოზული მცდელობა.
თავდაცვის სამინისტრო სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, „თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები მიჰყიდა“.
ყირიმში აფეთქებების შესახებ საკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ვიქტორია კაზმიროვამ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, აფეთქებები აეროდრომზე მოხდა. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.
არავინ არ გთხოვთ უკრაინის გულისთვის მიიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება - თქვენ უნდა აირჩიოთ მხარს უჭერთ კაციჭამიებს თუ თავისუფლებას, აქ არ არსებობს რუხი ტონები,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
დამერწმუნეთ ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის საქართველოს ისტორია - ის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი, რომელსაც ვიცნობ და შესაბამისად, მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოს მან რამე განცხადება შეგნებულად გააკეთა ან ა.შ. არის ყოვლად დაუშვებელი, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, „14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული” , მოჰყვა.
„პაატა იმნაძე რატომ უნდა გადადგეს? ამ ინსტიტუტის დირექტორი იყო 15 თუ 18 წელი. ის იქნება თუ არა ახალი ხელმძღვანელი, მე ვერც მაგას გეტყვით, გადაწყვეტილებას მიიღებს სამინისტრო. – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არავისთან მქონია დაპირისპირება, ეს კარგად დაიმახსოვრეთ - მე არავის ვუპირისპირდები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამირან გამყრელიძე არის ბოლო პერიოდის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონა, გამორჩეული პიროვნული ღირსებებით. ის არის დიდი პროფესიონალი და გლობალურად მოაზროვნე, საერთაშორისო აღიარების მქონე პიროვნება. ამირანი არის საქართველოს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. – ამის შესხებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის პარლამენტისათვის არწარდგენა განპირობებულია იმით, რომ მისმა კანდიდატურამ ორჯერ უკვე ვერ მოიპოვა პარლამენტის წევრთა 2/3-ის უმრავლესობა, რაც საჭიროა 5 წლის ვადით ასარჩევად. მისივე შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარედ ერთი და იგივე კანდიდატურების წარდგენა და მისი მხოლოდ 6 თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკოს, ამ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას.
პოლიციამ თბილისში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.
,,რუსეთის მოქალაქის მიმართ ვინმეს თუ აქვს ზიზღი, ეს არის ქსენოფობია და ეს არის სირცხვილი, რა თქმა უნდა. თქვენ არ მეთანხმებით ამაში? თუ ადამიანი არის უბრალოდ რუსი, ან რუსეთის მოქალაქე და ამის გამო გაქვთ ზიზღი ადამიანის მიმართ - სირცხვილია. რიგითი რუსის მიმართ ზიზღი გაქვთ? ვერ ხვდებით რას გეკითხებით? პირდაპირ მიპასუხეთ, ან კი, ან არა,’’- ასე მიმართა ტელეკომპანია ,,მთვარის’’ ჟურნალისტს ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„24 თებერვლიდან მოყოლებული მკაფიოდ ჩანს, რომ მათ ეს მიღებული დავალება ვერ შეასრულეს! ამიტომაც არიან გამწარებული ლომჯარიები, გიგაურები, დეკანოიძეები, ჭიჭიკო ვაშაძეები...და სხვა ომისა და ღალატის პარტიის ორფეხები, რომ ააოხრონ და იავარქმნან აქაურობა!“- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ქსენოფობიის გაღვივების მორიგ კამპანიაზე.
ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან დგას ერთადერთი მიზანი, ეს მიზანია საქართველო ჩართონ სამხედრო კონფლიქტში. ქსენოფობიური კამპანია მთლიანად ამ მიზანს ემსახურება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ლელოს” მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე სავიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივას.
ქსენოფობიური კამპანიის ავტორებსა და გამავრცელებლებს ჭეშმარიტ ქართულ და ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ. ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი.
სააკაშვილის ჯანმრთელობას განიხილავენ პოლიტიკოსები, პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნის საკითხს - ადვოკატები და ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ თავის აზრის გამოხატვის საშუალება. ექიმებს უნდა მიეცეთ თავისი სიტყვის ზეწოლის გარეშე თქმის უფლება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს.
რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატო-სგან განსხვავებით, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა 2014 წელს ხელისუფლების ცვლა უკრაინაში და მოახდინა მოსკოვის პროვოცირება საკუთარი საზღვრების რუსეთის საზღვრებთან მოახლოებით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იენს სტოლტენბერგის შეფასებებს კონტინენტზე არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან გამომდინარე.
გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა ფლორიდაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს, მათ შორის რამდენიმე მარკირებულია როგორც "საიდუმლო".
„რუსული ოცნება“ ღიად და ცილისმწამებლურად ადანაშაულებს ამერიკის შეერთებულ შტატებს სახელმწიფო გადატრიალებასა და საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში - უსამშობლო რუსი ოლიგარქი და მისი პარტია, „რუსული ოცნება“ ამ ბოდვით ცდილობს ორი კურდღლის დაჭერას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილს გამოეხმაურა.
სოსო გოგაშვილი არის მექრთამე, კორუმპირებული, დიდი ალბათობით არაერთი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი, ზოგიერთ შემთხვევაში მთავარი ფიგურანტიც. ჩემი აზრით, აბსოლუტურად ამორალური ადამიანი, რომელიც ამ ამაზრზენი სისტემის მნიშვნელივანი დეტალი იყო _ ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქციის “ლელო _ პარტნიორობა თბილისისათვის” თავჯდომარემ საბა ბუაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებების რევოლუციური სცენარებით შეცვლის დრო დასრულებულია და ყველა, ვინც ქვეყანაში არეულობის შემოტანას კანონსაწინააღმდეგო გზით ეცდება, კანონის შესაბამისად დაისჯება.
ყველა ის მოღალატეობრივი და მავნებლური ბოდვა თუ თეორიები რომ შევყაროთ ერთად, რაც კი ამ წლების განმავლობაში გაგვიგია, ეს წერილი კონცენტრირებული ქვეყნის ღალატის აღწერაა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ ამერიკის საელჩოსთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილს.
“სპეციალურად ბატონი ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის ახალ დიპლომატიურ პასპორტს გამოვაქვეყნებ… უნდა გაიგოთ, მსგავსი ვიზები, საბედნიეროდ, თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის” – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია”მთავარ არხთან” განაცხადა.
საკმაოდ საგანგაშო ფაქტებია გამომზეურებული - ის მოვლენები და ფაქტები, რომელთა თაობაზეც ჩვენ გასაგები მიზეზების გამო ასე გულახდილად ვერ ვსაუბრობთ, - ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა უმრავლესობიდან გასული ოთხი დეპუტატის წერილის კომენტირებისას გააკეთა.
ოპოზიციად წოდებული პარტიების წევრთა ნაწილი ისევეა დაინტერესებული არ დაკარგოს საპარლამენტო სკამი, კაბინეტი და ბიუჯეტის ფული, როგორც „ოცნების“ მხარდამჭერი სსიპ-ის რიგითი უსაქმური თანამშრომელია დაინტერესებული, რომ არ დარჩეს უმუშევარი, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
კლინიკა „ვივამედი“ არ წარმოადგენს ისეთ სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სჭირდება. აქ მიმდინარეობს შემანარჩუნებელი მკურნალობა იმისთვის, რომ არ დამძიმდეს პაციენტის მდგომარეობა. ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მინდა მივმართო იუსტიციის მინისტრს, შს მინისტრს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და პრემიერს - თუჩემი ოჯახის რომელიმე წევრებს ან რომელიმე ახლობელს რაიმე ზიანს მიაყენებენ ან ქუჩაში რაიმე პროვოკაციას მოგვიწყობენ, პირადად მათ ვაკისრებ პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლე თეა მარტყოფლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.