Loading data...
ტრამპი: სუბსიდიების გარეშე ილონ მასკს, სავარაუდოდ, კომპანიის დახურვა და სახლში, სამხრეთ აფრიკაში, დაბრუნება მოუწევს

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი პლატფორმა X-ზე წერს, რომ სუბსიდიების გარეშე ილონ მასკს, სავარაუდოდ, კომპანიის დახურვა და სახლში, სამხრეთ აფრიკაში, დაბრუნება მოუწევს.“

„ილონ მასკმა დიდი ხნით ადრე იცოდა, სანამ ასე მტკიცედ დამიჭერდა მხარს, როგორც პრეზიდენტს, რომ მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი „ელექტრომობილების მანდატს.“ ეს სასაცილოა და ყოველთვის ჩემი კამპანიის დიდი ნაწილი იყო.

ელექტრომობილები კარგია, მაგრამ ყველას არ უნდა დავაძალოთ მისი ქონა. ილონი შეიძლება უფრო მეტ სუბსიდიებს იღებდეს, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი ისტორიაში, დიდი სხვაობით და სუბსიდიების გარეშე ილონს სავარაუდოდ კომპანიის დახურვა და სახლში, სამხრეთ აფრიკაში, დაბრუნება მოუწევს.

აღარავითარი რაკეტები, სატელიტები, ან ელექტრომობილების წარმოება და ჩვენი ქვეყანა ბევრს დაზოგავს. შეიძლება, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა (DOGE) კარგად უნდა შეხედოს ამას? - დიდი თანხა დაიზოგება!”, - აცხადებს ტრამპი. 

ამასთან, უცხოური მედია წერს, რომ ტრამპი და მასკი ბოლო 24 საათის განმავლობაში სიტყვიერ ომში ჩაერთნენ, რის შემდეგაც მასკმა ტრამპის ბიუჯეტის კანონპროექტთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა.