Loading data...
თეთრი სახლი: აშშ-მა კიევს ზოგიერთი იარაღის მიწოდება შეუჩერა

პენტაგონმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და სხვა საბრძოლო მასალის მიწოდება შეაჩერა, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ანა კელიმ განაცხადა.

მედიის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაპირებული დახმარების ნაწილის შეჩერების შესახებ თავდაპირველი გადაწყვეტილება ივნისის დასაწყისში მიიღეს, მაგრამ ის მხოლოდ ახლა შედის ძალაში. ეს, სავარაუდოდ, დარტყმა იქნება კიევისთვის, რადგან ის რუსეთს  ებრძვის.

როგორც მედია წერს, „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტების მიწოდების შეჩერება უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მხრიდან მუდმივი საჰაერო თავდასხმების ფონზე მოხდა.

მან აღნიშნა, რომ „გადაწყვეტილება აშშ-ის ინტერესების წინ წამოწევის მიზნით იქნა მიღებული“. 

„ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დასაყენებლად, მას შემდეგ, რაც განხილულ იქნა ჩვენი ერის მიერ მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის გაწეული სამხედრო მხარდაჭერა და დახმარება“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

მედიის ინფორმაციით, საუბარია საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალებზე.

პენტაგონს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემა განუსაზღვრელი ვადით შეჩერებულია. კერძოდ, ის შეიძლება გაგრძელდეს ან საერთოდ არ განახლდეს, თუ აღმოჩნდება, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტია.

როგორც The Wall Street Journal აღნიშნავს, აშშ-ის გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ ასახავს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კიევისთვის დახმარების გაწევის ვალდებულების შესუსტებას. ტრამპის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ უფრო სერიოზულად უნდა გაამახვილონ ყურადღება ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და ახლო აღმოსავლეთში სამხედრო საჭიროებებზე.