Loading data...
კაია კალასი - ევროკავშირი მზად არის ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში დაბრუნებას ხელი შეუწყოს

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან საუბრისას თეირანს ბირთვული პროგრამის საკითხებზე თანამშრომლობის განახლებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ კალასი X-ზე იტყობინება. 

კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე უნდა განახლდეს.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობა უნდა განახლდეს. ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ამას“, - აცხადებს კალასი. 

ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, თეირანმა ამერიკულ მხარესთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე უარი თქვა.