ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თითქმის 3 წლის შემდეგ პირველად, სატელეფონო საუბარი თავის ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან გამართა. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
„ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის საუბარი შინაარსიანი იყო“, - იტყობინება კრემლის პრესსამსახური.
როგორც რუსული მედია წერს, „მაკრონთან საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტი დასავლეთის სახელმწიფოების პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში უგულებელყოფდნენ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს, ქმნიდნენ ანტირუსულ დასაყრდენს უკრაინაში, ამართლებდნენ რუსულენოვანი მცხოვრებლების უფლებების დარღვევას და ახლა ატარებენ სამხედრო ოპერაციების გახანგრძლივების პოლიტიკას და კიევის რეჟიმს სხვადასხვა თანამედროვე იარაღით ამარაგებენ.