1751392620
უცხოეთი
მსოფლიო მეტეოროლოგიური სააგენტო: მსოფლიოს მოუწევს, ისწავლოს ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ცხოვრება

გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, მსოფლიოს მოუწევს, ისწავლოს ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან თანაცხოვრება.
მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატური ცვლილებების გამო სიცხის ტალღები უფრო ხშირი და ინტენსიური იქნება.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა კლერ ნულისმა განაცხადა, რომ ივლისი ტრადიციულად წლის ყველაზე ცხელი თვეა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, თუმცა არა უპრეცედენტო.
„სიცხემ სიკვდილი არ უნდა გამოიწვიოს. ჩვენ გვაქვს ცოდნა, გვაქვს ინსტრუმენტები, ჩვენ შეგვიძლია სიცოცხლის გადარჩენა“, – განაცხადა ნულისმა.