ალექსანდრე გოგინავა: ბოლო დღეების სტატისტიკიდან გამომდინარე მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა
56 წუთის წინ
ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებას კიდევ ერთხელ სთხოვს და აღნიშნავს, რომ მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო ყოველდღიურად ხედავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იზოლაციის შედეგებს
58 წუთის წინ
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყოველდღიურად ხედავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იზოლაციის შედეგებს, ჩვენი ქვეყანა არ არის მზად, შეეგუოს იმ ზიანს, რომელიც ოკუპაციით მიადგა ადამიანის სიცოცხლესა და უფლებებს.
ქუთაისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
18:01 / 21.09.2020
ქუთაისში, რესტორან „პალადიუმის“ მიმდებარედ ახალაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
გიგი უგულავა სააკაშვილზე: – „8 წელია ვუყურებ და ერთი სწორი დასკვნა ვერ გააკეთა… ბიბლიური წყევლასავითაა…“
17:32 / 21.09.2020
„ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ ტვ ,,პირველის”ეთერში მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.
ბათუმში საოჯახო მედიცინის ცენტრის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
16:46 / 21.09.2020
ბათუმში საოჯახო მედიცინის ცენტრის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ცენტრის გენერალური დირექტორის, ბექა იოსელიანის განცხადებით, ინფიცირებულებს შორის არის ის პირი, ვინც მოქალაქეებს ცხვირ-ხახის ნაცხის ანალიზს უღებდა და კლინიკის დირექტორი. თუმცა მისი თქმით, ინფიცირების შემდეგ არცერთს მათგან არ ჰქონია შეხება პაციენტებთან.
ილჰამ ალიევი: საქართველომ თავის ტერიტორიაზე სომხეთისთვის იარაღი არ გაატარა
16:39 / 21.09.2020
საქართველო საკუთარი ტერიტორიით სომხეთისთვის იარაღის გადატანას არ დათანხმდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ალიევმა ამისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა.
ლევან რატიანი: კორონავირუსი არის მოსახდელი დაავადება
16:01 / 21.09.2020
კორონავირუსი არის მოსახდელი დაავადება - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.
გიორგი გახარია: საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი გვინდა, საქართველო დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი წვლილია
15:48 / 21.09.2020
არავის ეჭვი არ ეპარება, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ საჩხერეში გავიმარჯვებთ ყველანი ღირსეულად, მაგრამ ეს გამარჯვება არ ნიშნავს მხოლოდ საჩხერის გამარჯვებას, ეს გამარჯვება ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ -მინისტრმა გიორგი გახარიამ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძის ჭიათურაში წარდგენისას განაცხადა.
კახა კალაძე მეუფეების საარჩევნო ღონისძიებებზე დასწრებაზე - ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათაც აქვთ საკუთარი ხედვა
15:36 / 21.09.2020
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, სასულიერო პირებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებსაც ამ თუ იმ საკითხზე თავიანთი შეხედულებები აქვთ. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად მიზანშეწონილია მეუფეების „ქართული ოცნების" საარჩევნო ღონისძიებაზე დასწრება და ნიშნავს, თუ არა ეს მმართველი პარტიის მხარდაჭერას.
კახა კალაძე: როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, არჩევნებს აყალბებდა, ახლა, დაკავებული არიან კვლევების გაყალბებით
15:07 / 21.09.2020
როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, არჩევნებს აყალბებდა, ახლა, ისინი დაკავებულნი არიან კვლევების გაყალბებით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო რეიტინგებთან დაკავშირებული კვლევების შესახებ განაცხადა.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოს მასშტაბით - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
14:50 / 21.09.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21-25 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ინფექციონისტი: ბინაზე მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების დატოვება მოგვიწევს
14:47 / 21.09.2020
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ კოვიდინფიცირებულების დიდი ოდენობით ზრდა იქნება, მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების ბინაზე დატოვება მოუწევთ.
თავდაცვის მინისტრმა ავღანეთის მისიის შესრულებისას მძიმედ დაჭრილი სამხედრო, ივერი ბუაძე „მხედრული მამაცობისთვის“ უწყებრივი მედლით დააჯილდოვა
14:35 / 21.09.2020
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2017 წელს მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე, ივერი ბუაძე უწყებრივი მედლით - „მხედრული მამაცობისთვის“ დააჯილდოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს დაუდასტურდა
14:29 / 21.09.2020
ბოლო 24 საათში Covid 19 შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს დაუდასტურდა, - ამის შესახებ შსს-დან გვაცნობეს.
“კარანტინი წარმატებული იყო – გაჩნდა წამალი…” – ლევან რატიანი
14:00 / 21.09.2020
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა:
კახა კალაძე: საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას – ეს გამარჯვება ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას პოლიტიკა
13:55 / 21.09.2020
მინდა, პირველ რიგში დღევანდელი დღე – ღვთისმშობლობა მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის! დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი კარგად ხედავს, რომ 2012 წლიდან, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო ეკონომიკური განვითარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რათა ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა”, – ამის შესახებ ” .ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნმა კახა კალაძემ ხარაგაულში, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძის და ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენაზე განაცხადა.
მეუფე შიო მეუფეების საარჩევნო ღონისძიებებზე დასწრებაზე - ეს არ ნიშნავს მხარდაჭერას
13:21 / 21.09.2020
ეს არ ნიშნავს მხარდაჭერას,- ასე უპასუხა საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტების შეკითხვას, მეუფეების მისვლა „ქართული ოცნების" საარჩევნო ღონისძიებაზე რამდენად მიზანშეწონილია და არის თუ არა ეს მმართველი პარტიის მხარდაჭერა.
აჭარაში კორონავირუსით 4 მედიკოსი დაინფიცირდა - მათ შორის ერთი მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირებას უტარებდა
12:18 / 21.09.2020
აჭარაში კორონავირუსით 4 მედიკოსი დაინფიცირდა. COVID-19 ბათუმის საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორს და 3 თანამშრომელს დაუდგინდა. მათ შორის, ერთ-ერთი ის თანამშრომელია, რომელიც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირებას უტარებდა.
პრემიერი: რიკოთის უღელტეხილის მშენებლობას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს - ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხარისხობრივად სულ სხვა ქვეყანას მივიღებთ
12:12 / 21.09.2020
რიკოთის უღელტეხილის მშენებლობას აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხარისხობრივად სულ სხვა ქვეყანას მივიღებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძისა და ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში კორონავირუსი რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა
11:31 / 21.09.2020
ბათუმის საქალაქო სასამართლოში კორონავირუსი რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა. როგორც სასამართლოს ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადეს, ინფიცირებულებს შორის სასამართლოს მოსამართლეები არ არიან.
მარინა ეზუგბაია: COVID-19-ით გარდაცვლილი აფხაზეთიდან გადმოყვანილი 60 წლის ქალია
11:13 / 21.09.2020
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი აფხაზეთიდან გადმოყვანილი 60 წლის ქალია.
ეზუგბაია: კორონავირუსის 193 შემთხვევიდან 92 აჭარაში გამოვლინდა, 53 — იმერეთში, 31 — თბილისში
11:06 / 21.09.2020
საქართველოში დადასტურებული 193 ახალი შემთხვევიდან, 92 აჭარაში გამოვლინდა, 53 — იმერეთში, 35 — თბილისში, 8 — სამეგრელო-ზემო სვანეთი, 7 — გურია, 1 — რაჭა-ლეჩხუმი, 1 — მცხეთა-მთიანეთში. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
სენაკში სკოლის ორ მოსწავლესა და მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა
11:00 / 21.09.2020
სენაკში სკოლის ორ მოსწავლესა და მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სენაკის ცენტრში "კურიერს" უთხრეს, რომ თეკლათის სკოლა შემთხვევის გამო დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა
10:54 / 21.09.2020
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
10:46 / 21.09.2020
საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3695 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
დღეიდან, საქართველოდან ლიეტუვაში მიმავალ ნებისმიერ პირს სავალდებულო თვითიზოლაციის გავლა მოუწევს
10:38 / 21.09.2020
ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოდან ლიეტუვაში მიმავალი ნებისმიერი პირი დაექვემდებარება სავალდებულო 14 -დღიან თვითიზოლაციას, ამასთან, ის ვალდებული იქნება ლიეტუვის საზღვარზე წარადგინოს უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი.
დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობის საათები გაიზრდება
10:36 / 21.09.2020
დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. როგორც  თბილისის მერიაში განცხადეს, მეტრო 21 სექტემბრიდან, კვლავ 06:00-დან ღამის 00:00 საათამდე იმუშავებს.
ბელარუსში სამართალდამცავებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
10:15 / 21.09.2020
ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია „ვიასნაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
დღეს ღვთისმშობლობაა
10:01 / 21.09.2020
მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლობის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება. წირვა აღევლინება ასევე მახათას მთაზე მდებარე ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს ელოდებიან.
გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 17 ივლისიდან  თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით მატარებელს  ნიშნავს
12:16 / 17.07.2020
თბილისი - ბათუმი - თბილისი #808/807
გასვლა- თბილისი ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი ჩამოსვლა- თბილისი
10:30 15:30 19:05 00:10
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
21:44 / 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
დღის სიახლეები
კალენდარი
×