ვითიბი ბანკი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო
17:14 / 06.07.2020
ვითიბი ბანკი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული პროგრამით, თუ ის 2020 წლის ბოლომდე, ნებისმიერი დეველოპერული კომპანიისგან, შეიძენს ბინას და სესხის თანხა არ აღემატება 200 000 ლარს. სესხის სუბსიდირება გულისხმობს საპროცენტო განაკვეთის 4%-ით თანადაფინანსებას 5 წლის ვადით.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ხაშმში ღვინის ქარხანა აშენდა
17:12 / 06.07.2020
საქართველოს ბანკი ღვინის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით, კომპანიის დამფუძნებლების მონაწილეობით სოფელ ხაშმში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ღვინის ქარხანა აშენდა. კომპანია უკვე აწარმოებს ცხრა დასახელების ღვინოს. ესენია: ხაშმის საფერავი, რქაწითელი ქვევრი, მუკუზანი, რქაწითელი, საფერავი, ქინძმარაული, მწვანე ქვევრი, საფერავი ქვევრი, რქაწითელი-მწვანე ქვევრი.
ჩიქოვანი ევროკავშირთან მიმოსვლის აღდგენაზე: ვმუშაობთ ყველა სახელმწიფოსთან
17:04 / 06.07.2020
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანილი და მათთან მიმოსვლა და ამ სახელმწიფოებიდან, ანუ საქართველოდან მგზავრების მიღება უსაფრთხოა. ამას ვაფასებთ და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ როგორც ხელისულფებამ, ისე ჩვენმა მოქალაქეებმა შევძელით, მნიშვნელოვანი შედეგი დაგვედო Covid-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით და ამას მოჰყვა საერთაშორისო აღიარება“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
გახარია აბიტურიენტებს: ჩვენი მომავალი ხართ და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა
16:59 / 06.07.2020
„თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა“, - ასე მიმართა საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ აბიტურიენტებს.
აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორებამდე პასუხების ფურცელი რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება
16:53 / 06.07.2020
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორებამდე პასუხების ფურცელი რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება. ამის შესახებ გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პასუხი მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი
16:39 / 06.07.2020
გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პასუხი მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი. ექსპერტიზის პასუხის მიხედვით გადაწყდება, გადაფრთოვდება თუ არა დაკავებულთა წრე და დაუმძიმდება თუ არა ბრალი რომელიმე დაკავებულს.
ხვალ ტემპერატურამ შესაძლოა 40-42 გრადუსს მიაღწიოს
16:22 / 06.07.2020
9 ივლისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42 გრადუსს, მთიან რაიონებში -35, 37გრადუსს, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს.
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე: ეს ადამიანები არიან პოლიტიკური თაღლითები, პოლიტიკური მატყუარები
16:13 / 06.07.2020
თუ პოლიტიკურ პარტიას არ შეგწევს უნარი, აიღო პასუხისმგებლობა და მემორანდუმში შეხვიდე ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიასთან და თქვა, რომ შენ გაქვს შენი პარტიის გაკონტროლების რესურსი, მაშინ გამოდის, რომ ასეთ პოლიტიკურ პარტიას არანაირი რესურსი არ აქვს იმისა, რომ ამომრჩეველს რაიმე სიახლე შესთავაზოს,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მემორანდუმის შესახებ ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე ოპოზიციის გამოხმაურებაზე საუბრისას განაცხადა.
რომან გოცირიძე: "ნაცმოძრაობა" რომ რევოლუციისთვის ემზადება, ეს ხომ ახალი არაა? 10 000 საბურავი გვაქვს დამალული პარლამენტის სარდაფებში - ამ რევოლუციის მოლანდებებში გაილია 8 წელი
16:07 / 06.07.2020
"ნაციონალური მოძრაობა" რომ რევოლუციისთვის ემზადება, ეს ხომ ახალი არ არის? ჩვენ ხომ 10 000 საბურავი გვაქვს დამალული პარლამენტის სარდაფებში? - "ქართული ოცნება" ჯერ ვიღაცებს ააწკავწკავებს და მერე თავად იტყვის ამას,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ გამოთქმული ბრალდებების კომენტირებისას აღნიშნა. როგორც მან აღნიშნა, "რევოლუციის მოლანდებებში" 8 წელი გაილია და ამის არავის სჯერა.
ფოთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
15:08 / 06.07.2020
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე - ი.ქ.-ს, ო.კ-ს. და ვ.ჯ.-ს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს - ი.ქ.-ს და ო.კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურიდან გვაცნობეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები გაიხსნება
15:04 / 06.07.2020
საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისში ავიარეისებს Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ, უახლოეს დღეებში კი შიდა ავიარეისები აღდგება
14:51 / 06.07.2020
პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, რეისებს ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ.
შსს სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
14:50 / 06.07.2020
შინაგან საქმეთა სამინისტრო სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ძიუდოისტ ტატიაშვილის ადვოკატი - ვფიქრობ, რომ რეალურად იქ მივიდა მესამე მანქანა და კვალის დაფარვას შეეცადა
14:40 / 06.07.2020
ცალსახად ვფიქრობ, რომ რეალურად იქ მივიდა მესამე მანქანა და შეეცადა კვალის დაფარვას, - ამის შესახებ ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული „მერსედესის“ მძღოლის, ძიუდოისტ გიორგი ტატიაშვილის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ განაცხადა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა განცხადებასა და ვიდეოკადრებს ავრცელებს
20:25 / 27.06.2020
საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობლებს! ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო.
საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.
პროკურატურამ ჩვიდმეტივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
“რამდენი კაცი გყავს მოკლული, შე ნაბ….” – ინტერნეტში გიორგი რურუას ამერიკიდან ექსტრადირების კადრები ვრცელდება
23:16 / 24.06.2020
ინტერნეტში ვრცელდება გიორგი რურუას ამერიკიდან ექსტრადირების კადრები, რომელიც სავარაუდოდ 90-იანი წლების ბოლოს არის გადაღებული.
სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდაუდებელი ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ  შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდეს, ეს ჩვენ არ გვეკადრება
12:40 / 22.04.2020
მე მგონი, არ შეიძლება, რომ ამ დროს ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდაუდებელი ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდეს. ეს ჩვენ არ გვეკადრება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საგანგებო მდომარეობის გამოცხადებით, შესაძლებელი გახდა, პირველ ეტაპზე ვითარების მქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის უკიდურესი გართულებებისგან დაცვა.
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
21:44 / 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
×