პუტინმა აპრილი უქმე თვედ გამოაცხადა
4 წუთის წინ
ვლადიმერ პუტინმა აპრილის თვე უქმედ გამოაცხადა. გადაწყვეტილება რუსეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად.
#თიბისიშენთვის - დაეხმარე შენთვის საყვარელ ქართულ ბიზნესს
15 წუთის წინ
#თიბისიშენთვის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად სპეციალურ პლატფორმას ქმნის.
თენგიზ ცერცვაძე: სავსებით რეალურია, რომ ფული არის „კოვიდ 19“-ის გავრცელების ერთ-ერთი წყარო
24 წუთის წინ
სავსებით რეალურია, რომ ფული არის „კოვიდ 19“-ის გავრცელების ერთ-ერთი წყარო, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ გადავწყვიტეთ პარტნიორობის გაღრმავება საქართველოსთან და უკრაინასთან
31 წუთის წინ
ჩვენ გადავწყვიტეთ პარტნიორობის გაღრმავება საქართველოსთან და უკრაინასთან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ტელეკონფერენციაზე განაცხადა.
რუსთავის საკრებულოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
35 წუთის წინ
რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდათ.
მეუფე გერასიმე: საგანგებო მდგომარეობა თუ ეხება ეკლესიას, მობრძანდნენ, სამნიც ვართ, 30-ნი ვართ და ბევრნი ვართ
37 წუთის წინ
საგანგებო მდგომარეობა თუ ეხება ეკლესიას, მობრძანდნენ, სამნიც ვართ, 30-ნი ვართ და ბევრნი ვართ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ განუცხადა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს სამ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
21:40 / 02.04.2020
რესპუბლიკური საავადმყოფოს სამ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„სიენენი“: კალიფორნიაში, საკრამენტოს ოლქში კორონავირუსის შემთხვევების ერთი მესამედი ეკლესიებთან არის დაკავშირებული
21:35 / 02.04.2020
კალიფორნიაში, საკრამენტოს ოლქში კორონავირუსის შემთხვევების ერთი მესამედი ეკლესიებთან არის დაკავშირებული, – ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა
21:30 / 02.04.2020
ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს, ალი ლარიჯანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
StopCoV ფონდში უკვე 21 მლნ 100 ათასი ლარია მობილიზებული
21:27 / 02.04.2020
2 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 21 მლნ 100 ათასი ლარი შეადგინა.
რუმინეთში კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალი ხელფასთან ერთად ბონუსსაც მიიღებს
21:22 / 02.04.2020
რუმინეთში ექიმები, მედდები და სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები, რომლებიც „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში არიან ჩართული, ხელფასთან ერთად ბონუსსაც მიიღებენ, – „ალჯაზირას“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანესმა გააკეთა.
როგორ გვეხმარებიან ცხვრები და ბაქტერიები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში
21:13 / 02.04.2020
დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-CoV-2 სასუნთქ სისტემას აზიანებს. თუ ვირუსი ფილტვებში მოხვდა, იმუნური სისტემის მწვავე პასუხს იწვევს, რაც შესაძლოა, შემდეგ პნევმონიაში გადაიზარდოს ან სულაც პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს. შოტლანდიაში, დანდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა SARS-CoV-2-ის მიერ წარმოქმნილი 28 ცილა აღმოაჩინეს, რომლებიც ადამიანის სხეულში იმუნურ პასუხს იწვევენ. ეს ცილები დიაგნოსტირებისა და ვირუსის შესწავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვლევი იარაღია.
იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 760 ადამიანი დაიღუპა
21:01 / 02.04.2020
ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად, იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 760 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რიცხვი 13 915-მდე გაიზარდა. ახალი სტატისტიკური მონაცემები worldometers -ზეა გამოქვეყნებული.
ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში წარმოებული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან  გამოჩნდება
20:58 / 02.04.2020
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში წარმოებული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან გამოჩნდება. ამის შესახებ მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა.
შსს: მოქალაქეებს UCKEBA -ს სახელით დაეგზავნათ შეტყობინება, თითქოს კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ, ეს გზავნილი არ შეესაბამება სიმართლეს
20:51 / 02.04.2020
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცალკეულ აბონენტებს UCKEBA-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, თითქოს კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ, ეს ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
გალის რაიონის მთავარი ექიმის სკანდალური ვიდეო
01:56 / 31.03.2020
გალის რაიონული საავადმყოფოს მთავარმა სანიტარულმა ექიმმა (ინფექციონისტმა) გიორგი შონიამ "გალ ტვ"-ის ეთერში კორონავირუსის შესახებ ისაუბრა, სადაც შონია, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში ჩანს.
ახალი კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ბაბუა და შვილიშვილი Queen-ის სიმღერას ასრულებენ
22:39 / 29.03.2020
მსოფლიოში COVID-19 ტიპის ახალი კორნავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ბაბუა და შვილიშვილი, რომლებიც ერთმანეთს, შექმნილი სიტუაციის გამო ვერ ნახულობენ, ვიდეოს მეშვეობით Queen-ის სიმღერას “I Want To Break Free” ასრულებენ.
რობერტ დე ნირო, დენი დევიტო და ბენ სტილერი ვიდეომიმართვას ავრცელებენ
01:14 / 24.03.2020
რობერტ დე ნირო, დენი დევიტო და ბენ სტილერი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებენ. ჰოლივუდის მსახიობები ახალგაზრდებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, რადგან მათი თქმით, სწორედ ამ გზით შეიძლება ვირუსის შეჩერება.
მარნეულში სუფრის გაშლის გამო მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
17:40 / 23.03.2020
მარნეულის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილი კარანტინის წესებს არღვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის რადიო ავრცელებს და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი თანამშრომლებს მიმართავს
19:24 / 22.03.2020
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე თანამშრომლებს მიმართავს. იგი მადლობას უხდის კომპანიაში დასაქმებულებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, რკინიგზა შეუფერხებლად მუშაობს.
მსოფლიოს ცნობილი ფეხბურთელები თვითიზოლაციაში გართობის ორიგინალურ ხერხს მიმართავენ და ტუალეტის ქაღალდს კენწლიან
00:58 / 21.03.2020
საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ხავიმ კამპანიაში #დარჩისახლში, ყოფილი თანაგუნდელები, სერხიო ბუსკეტსი და ლიონელ მესი გამოიწვია, რაზეც მათ ოპერატიულად უპასუხეს.
ბერგამოდან სამხედროებს კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამები კრემაციისთვის გაჰყავთ (ვიდეო)
00:25 / 20.03.2020
იტალიის ქალაქ ბერგამოდან, რომელიც ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული დასახლებული პუნქტია, სამხედროებს გვამები გაჰყავთ სხვადასხვა რეგიონებში კრემაციისთვის.
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
21:44 / 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
×