1752217776
უცხოეთი
თვითმფრინავი, რომელიც პოლონეთიდან ეგვიპტეში მიფრინავდა, კატასტროფას ბეწვზე გადაურჩა

ავიაკომპანია Skyup Europe-ის თვითმფრინავი Airbus A321-200N პოლონეთის ქალაქ რიაშევის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ძლიერი სეტყვის ზონაში მოხვდა. თვითმფრინავს წინა მინა და ცხვირი დაუზიანდა. ამის შესახებ noi.md იუწყება.
თვითმფრინავი პოლონეთიდან ეგვიპტეში მიფრინავდა. ეკიპაჟმა ავარიული დაფრენის გადაწყვეტილება მიიღო და კატოვიცესკენ გაფრინდა, რაც ყველაზე ახლოს მდებარე აეროპორტი იყო. პილოტების პროფესიონალური მოქმედების შედეგად დაფრენამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
მგზავრები ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ-შეიხში სხვა თვითმფრინავით გაფრინდნენ.