Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: ახალი გარე ლოზუნგი გამოგვიგზავნეს, გვითხრეს, რომ თქვენი პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი, მანაც მოირგო მანტია და რომელიღაც მერვე, თუ მეცხრე პლატფორმას შექმნის, რომელიც ისეთივე აბსურდია, როგორიც მანამდე შექმნილი ნებისმიერი პლატფორმა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის თქმით, გარე დავალებით ზურაბიშვილმა მორიგი მანტია მოირგო და ქმნის მერვე, თუ მეცხრე პლატფორმას, რომელიც ისეთივე აბსურდია, როგორიც მანამდე მის მიერ შექმნილი ნებისმიერი პლატფორმა.

„ახალი გარე, ასე ვთქვათ, ლოზუნგი გამოგვიგზავნეს, გვითხრეს, რომ თქვენი პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი. ამიტომ ბოიკოტიც, არჩევნებიც, მთავრობაც, მერიც და საკრებულოს წევრიც, ყველაფერი იქნება სალომე ზურაბიშვილი. მანაც ეს მორიგი მანტია მოირგო და რომელიღაც მერვე, თუ მეცხრე პლატფორმას შექმნის, რომელიც ისეთივე აბსურდია, როგორიც მანამდე მისი შექმნილი ნებისმიერი პლატფორმა. ეს არის ის, რაც სჭირს დღეს ოპოზიციასაც და მათ შორის სალომე ზურაბიშვილსაც“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.