ხვალ და ზეგ საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, 13 აპრილიდან კი გამოიდარებს
52 წუთის წინ
11-12 აპრილს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.
შოთა ცანავა: ვაფრთხილებ საზოგადოებას, უღრმესი მადლობა ტაშისთვის, მაგრამ ახლა თქვენ უნდა იშრომოთ და აღასრულოთ რეკომენდაციები
21:59 / 10.04.2020
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და ჯანდაცვის სამინისტრომ ყველაფერი გააკეთეს, რათა კორონავირუსის შემოჭრა პროგნოზირებადი ყოფილიყო და არ ყოფილიყო უეცარი, – ამის შესახებ ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსმა, შოთა ცანავამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
ბრიტანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 980 ადამიანი დაიღუპა
21:55 / 10.04.2020
დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 980 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
იტალიაში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 570 ადამიანი გარდაიცვალა
21:28 / 10.04.2020
იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 570 ადამიანი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ერთი დღის წინ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 610 ადამიანი ემსხვერპლა.
სამხრეთ კორეაში გამოჯანმრთელებულ 91 პაციენტს კორონავირუსი ხელახლა დაუდგინეს
21:19 / 10.04.2020
სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებულ 91 პაციენტს კორონავირუსი ხელახლა დაუდგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 991-მდე გაიზარდა
21:15 / 10.04.2020
აზერბაიჯანში ბოლო დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ მთავრობასთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება კონტროლს აღარ ექვემდებარება
21:05 / 10.04.2020
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება კონტროლს აღარ ექვემდებარება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ნიუს ამი“ ავრცელებს.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა
20:59 / 10.04.2020
თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 60 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 55 კორონავირუსით ინფიცირებულია.
ლევან რატიანმა ჟურნალისტებს ქართული წარმოების პირბადეები გადასცა
20:49 / 10.04.2020
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა მედიის წარმომადგენლებს საქართველოში წარმოებული პირბადეები გადასცა.
კახა კალაძე: მოქალაქეებმა, რომლებმაც გადაიხადეს კომუნალური გადასახადი, სხვების დახმარების საშუალება მოგვცეს, მადლობა მათ ამ ნაბიჯისთვის
20:45 / 10.04.2020
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც კომუნალურ გადასახადებზე დაწესებულ შეღავათზე უარი თქვეს და ამით მთავრობას სხვა ადამიანების დახმარების საშუალება მისცეს.
„სატანა და ვირუსი ვერ შეგვაჩერებს“ - აშშ-ის რამდენიმე შტატში სააღდგომო წირვისთვის ემზადებიან
19:50 / 10.04.2020
ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე რამდენიმე ეკლესიამ განაცხადა, რომ მიუხედავად ჯანდაცვის ახალი რეგულაციებისა, ისინი მაინც ჩაატარებენ სააღდგომო წირვებს.
აშშ-ის საელჩო საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მადლობას უხდის
19:39 / 10.04.2020
საქართველოში აშშ-ის საელჩო თავის გვერდზე „ფეისბუქში“ ქვეყნის სასაზღვრო პოლიციას მადლობას უხდის.
კახა კალაძე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიას გაეცნო
19:27 / 10.04.2020
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს ორგანიზებით მიმდინარე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების აქციას გაეცნო. 300-ზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები საკრებულოს კომპანია „გრინლაიფმა“ (150 ნობათი), კომპანია „სოლო დეველოპმენტმა“ (100 ნობათი) და აუდიტის სამსახურმა (60 ნობათი) გადასცეს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული კარანტინი ამოქმედდება
19:10 / 10.04.2020
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული კარანტინი ამოქმედდება. ამის შესახებ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა
18:53 / 10.04.2020
ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. მურის ხიდთან, სადაც გამშვები პუნქტია, გზა გადაკეტილია და პერიმეტრს სამართალდამცავები და სამხედროები აკონტროლებენ. ამ დროისთვის პერიმეტრზე არც მანქანებს და არც ქვეითად მოსიარულეებს აღარ ატარებენ.
5G კორონავირუსის გავრცელებასთან არანაირ კავშირში არ არის — რა უნდა ვიცოდეთ
18:11 / 10.04.2020
სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება კონსპირაციული თეორია, რომ 5G-ს კორონავირუსის გავრცელება შეუძლია. ეს მითი სათავეს იანვარში იღებს, როდესაც ერთ-ერთ ინტერვიუში ბელგიელმა ექიმმა 5G ტექნოლოგიის „საფრთხეები“ ვირუსს დაუკავშირა.
BBC: ნიუ-იორკში სავარაუდოდ კორონავირუსით გარდაცვლილებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო
16:01 / 10.04.2020
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს. როგორც BBC იუწყება, გარდაცვლილები სავარაუდოდ, კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი.
საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან დადგენილი წესები
15:58 / 10.04.2020
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.
Atlantico: ეპიდემიის ჟამს საქართველომ ჯანდაცვის კუთხით მობილიზაცია მოკლე დროში მოახერხა
15:54 / 10.04.2020
ეპიდემიის ჟამს საქართველომ მოკლე დროში მოახერხა მობილიზაცია ჯანდაცვის კუთხით - ამის შესახებ წერს Atlantico სტატიაში, სათაურით "ევროკავშირის გონივრული სამეზობლო პოლიტიკა", რომელშიც საუბარია საქართველოს მიღწევებზე.
პაატა იმნაძემ იხუმრა, რომ დემნა გვასალიამ შეიძლება საქართველოში წარმოებულის მსგავსი პირბადეები გამოუშვას
15:42 / 10.04.2020
დემნა გვასალიამ შეიძლება ასეთი პირბადეები გამოუშვას, იმიტომ, რომ ასეთი რაღაცები მოსწონს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქართული წარმოების პირბადის დემონსტრირებისას განაცხადა.
Atlantico: საქართველომ შეიძლება მისი მიღწევებით იამაყოს, რადგან ბოლო წლებში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია
15:37 / 10.04.2020
საქართველომ შეიძლება მისი მიღწევებით იამაყოს, რადგან ბოლო წლებში სიტუაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებულია - წერს ამის შესახებ Atlantico სტატიაში, სათაურით `ევროკავშირის გონივრული სამეზობლო პოლიტიკა”.
ალექსანდრე გოგინავა: ხვალ დილამდე რამდენიმე გამოჯანმრთელებული გვეყოლება
15:30 / 10.04.2020
ინფექციურში ამ დროისთვის 33 პაციენტი მკურნალობს. მათგან 6 ადამიანის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, ერთი კრიტიკულია, თუმცა დინამიკაში მისი მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
პატიმრებს დაახლოები ერთ კვირაში 15 წუთის ნაცვლად, 30 წუთი უფასო სასაუბრო დრო ექნებათ
15:22 / 10.04.2020
პატიმრებისთვის 15-წუთიან სასაუბრო დროს დაემატება კიდევ ახალი პერსპექტივა, რომელიც ერთი კვირის ვადაში ტექნიკურად გაიმართება, ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დონაცია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
ესპანეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა იკლებს
15:20 / 10.04.2020
ესპანეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა იკლებს. ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 605 ადამიანი დაიღუპა.
რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მატება დაფიქსირდა
15:17 / 10.04.2020
რუსეთის ფედერაციაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსი 1,786 პირს დაუდასტურდა.
დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ქობულეთში კონტროლის გამკაცრების საკითხი ამ დროისთვის არ განიხილება, თუმცა შესაძლოა, ამის აუცილებლობა დადგეს
15:15 / 10.04.2020
ქობულეთში კონტროლის გამკაცრების საკითხი ამ დროისთვის არ განიხილება, თუმცა მოვლენების განვითარებამ, შესაძლოა, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში დააყენოს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ აჭარაში განაცხადა, სადაც ვითარებას ადგილზე ეცნობა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში 49 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
15:07 / 10.04.2020
მარნეულის მუნიციპალიტეტში 49 წლის ქალს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 143 ფაქტი გამოავლინა
14:50 / 10.04.2020
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გასული 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 143 ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნათია თურნავა: ჩვენთვის ქართული წარმოების პირბადე არის გაცილებით უფრო ლამაზი და უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი
14:48 / 10.04.2020
გემოვნებაზე არ დავობენ. მე რომ მკითხოთ, ეს არის მართლაც ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი. რაც მთავარია, დღეს ეს საქართველოში იკერება, ეს არის ქართული წარმოების პირბადე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში, სადისტრიბუციო კომპანიებისთვის სპეციალური ბარათი შეიქმნა
14:38 / 10.04.2020
პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში, მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, „თიბისი“ სადისტრიბუციო კომპანიებს ინოვაციურ პროდუქტს - სადისტრიბუციო ბარათს სთავაზობს,- ამის შესახებ  „თიბისიდან“ გვაცნობეს.
რუსეთის დიდ ქალაქებში სააღდგომოდ სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა
14:31 / 10.04.2020
მოსკოვსა და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში სასაფლაოებზე სააღდგომოდ გასვლა აიკრძალა. ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა. მისი თქმით, საფლავებზე მისვლა მოქალაქეებს მხოლოდ დაკრძალვის ცერემონიის გამო შეეძლებათ, ისიც შეზღუდული რაოდენობით, სხვა შემთხვევაში საფლავებზე გასვლა იკრძალება. მერის თქმით, ჩვეულებრივ აღდგომის დღესასწაულის კვირაში საფლავებზე მილიონობით ადამიანი გადის, რაც ახლა საფრთხის შემცველია.
პაატა იმნაძე ქართულ პირბადეზე: ექიმმაც კი შეიძლება გამოიყენოს უპრობლემოდ, არათუ მოსახლეობამ - ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ
14:05 / 10.04.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში შეკერილი პირბადეები წვეთოვანი ინფექციისგან ძალიან ეფექტურად იცავს.
პაატა იმნაძე: ინფიცირების წყარო ჯერჯერობით 3 შემთხვევაშია უცნობი - რაღაც კლასტერები შესაძლოა, ერთმანეთთან იყოს კავშირში
14:01 / 10.04.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყნის შიგნით დაფიქსირებულია 3 შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების პირველი წყარო ვერ დადგინდა. მისივე თქმით, შესაძლებელია ვთქვათ, რომ ქვეყნის შიგნით რაღაც კლასტერები ერთმანეთთან არის კავშირში.
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა
12:06 / 10.04.2020
საქართველოში კორონავირუსისგან 54 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4908 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 430 პირი.
ვირუსის პირობებში, როგორ მოვიქცეთ სახლში შესვლისას? (ვიდეო)
01:35 / 08.04.2020
ექიმ ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაცია
გმადლობთ, გმადლობთ – მოსახლეობის ტაში თბილსერვისის თანამშრომლებს (ემოციური ვიდეო)
00:25 / 04.04.2020
თბილისი – ქავთარაძის ქუჩაზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისთვის,
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
21:44 / 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
×