გია ვოლსკი - საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთ სტრუქტურაში გაერთიანება გიორგი გახარიას პრინციპული პოზიცია იყო
38 წუთის წინ
საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთ სტრუქტურაში გაერთიანება გიორგი გახარიას პრინციპული პოზიცია იყო, იმის მიუხედავად, რომ საექსპერტო საზოგადოება ასეთი გაერთიანების კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა.
სოზარ სუბარი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ისინი იმას კი არ ამბობდნენ, რომ დანაშაული არ აქვთ ჩადენილი - დანაშაული ჩავიდინეთ, მაგრამ ხანდაზმულია და მოდი ციხეში ნუ ჩაგვსვამთო
18:19 / 18.01.2022
ისინი იმას კი არ ამბობდნენ, რომ დანაშაული არ აქვთ ჩადენილი - დანაშაული ჩავიდინეთ, მაგრამ ის ხანდაზმულია და მოდი ციხეში ნუ ჩაგვსვამთო. ახლა როცა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება რასაც ისინი სამი წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, ახლა გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკურ დევნაზე დაიწყონ ლაპარაკი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის განცხადებებს, რომელიც მათ საქმეს უკავშირდება. მისი თქმით, ამ ადამიანებისთვის პარტია ერთგვარი პოლიტიკური თავშესაფარია.
თამარ გაბუნია: 1200-მდე „ომიკრონით“ ინფიცირებულიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14-ს დასჭირდა
18:17 / 18.01.2022
დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებულია დაახლოებით 8000 ჰოსპიტალური საწოლი, აქედან მხოლოდ ნახევარია დატვირთული. როდესაც ჩვენ შევისწავლეთ „ომიკრონით“ ინფიცირებული პირების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები, დაახლოებით 1200-დან მხოლოდ 14-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა.
კარლ ჰარცელი: ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, აირჩიოს ვისთან ითანამშრომლოს
18:13 / 18.01.2022
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უფლებას, აირჩიოს ვისთან ითანამშრომლოს.
ევროპარლამენტის პრეზიდენტად რობერტა მეცოლა აირჩიეს
16:17 / 18.01.2022
ევროპარლამენტის პრეზიდენტად რობერტა მეცოლა აირჩიეს.
პროკურორი: 3-მილიონნახევრიან საქართველოში ერთი ჭორიკანა არ გამოჩნდა, ვინც ნიკა კვარაცხელიაზე ცუდს იტყოდა, მასზე ყველა, როგორც ნოვატორზე, საუბრობს - კითხვა მაქვს - რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი ბრალდებულებმა
15:08 / 18.01.2022
3-მილიონნახევრიანი საქართველოში ერთი ჭორიკანა არ გამოჩნდა, ვინც ნიკა კვარაცხელიაზე ცუდს იტყოდა, მასზე ყველა როგორც ნოვატორზე, როგორც სიახლეების გენერატორზე საუბრობს. მართლა მაქვს კითხვა - რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი იმ ბრალდებულებმა, რომლებმაც მისი მკვლელობა ჩაიდინეს, - ეს სიტყვები 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა და დანაშაულებრივი სქემის მონაწილე 17 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
14:30 / 18.01.2022
გენერალურმა პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა და დანაშაულებრივი სქემის მონაწილე 17 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი სამდივნო წარადგინა
12:53 / 18.01.2022
„ნაციონალურ მოძრაობაში“ სამდივნოს დაკომპლექტება დასრულდა.
ამირან გამყრელიძე - „ბუსტერ“ დოზის წახალისებას ვემხრობი, თუ ბუსტერიზაციას გავზრდით, ეს სერიოზულად შეამცირებს „ომიკრონის“ ტალღის სიმძაფრეს
12:24 / 18.01.2022
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში „ბუსტერიზაციის“ გასაზრდელად შესაძლოა ფულადი წახალისება დაწესდეს.
ამირან გამყრელიძე: არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონს“, როგორც სურდოს ისე გადავიტანთ, „ომიკრონიც“ იწვევს გართულებას და დამძიმებას
12:06 / 18.01.2022
შემთხვევების ზრდა გვექნება, ამის დამალვა არ შეიძლება და ვერც დამალავ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში შემთხვევების 50% „ომიკრონია“, ამ შტამით ინფიცირების მაჩვენებელში თბილისს მოსდევს იმერეთი, აჭარა და შიდა ქართლი, 17-20% რეინფიცირებაა
12:02 / 18.01.2022
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1254 შემთხვევა; აქედან სტაციონარში მოხვდა 14 პირი და 13 უკვე გაწერილია.
თამარ გაბუნია: საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის"​ 1200-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც ჰოსპიტალური მკურნალობა 14 პაციენტს დასჭირდა, რაც დაბალი მაჩვენებელია
11:59 / 18.01.2022
საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის"​ 1200-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც ჰოსპიტალური მკურნალობა 14 პაციენტს დასჭირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა.
რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო
11:04 / 18.01.2022
რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო - ინფორმაციას The New York Times -ი ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი
10:49 / 18.01.2022
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი.
„მსუბუქმა რესპირატორულმა SARS-CoV-2 ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალგვარი უჯრედული დისრეგულაცია და მიელინის დაკარგვა თავის ტვინში“ - ზაზა წერეთელი
10:40 / 18.01.2022
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც ჩატარდა სტენფორდისა და იელის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ.
ენტონი ფაუჩი:  ძალიან ადრეა იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ პანდემიის საბოლოო ტალღა
10:30 / 18.01.2022
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ კორონავირუსის პანდემიის ბოლო ტალღა.
ანტონიო გუტერეში:  თუ ვერ მოვახერხეთ ყველა ადამიანის ვაქცინაციას, ჩვენ შევქმნით ახალ ვარიანტებს
10:00 / 18.01.2022
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ პანდემიას თავი დავაღწიოთ.
ირაკლი კობახიძე: ერთი წელი შესრულდა, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დავიკავე – მიხარია, რომ შედეგების დადგომაში ჩემი წვლილი შევიტანე
18:39 / 17.01.2022
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთი წლის განმავლობაში დაკავებულ თანამდებობაზე საქმიანობის ერთი წლის თავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×