1752498271
ეკონომიკა
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7149 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7160 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1737 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1753 შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0675 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 15 ივლისს შევა ძალაში.