საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა
11:15 / 25.07.2021
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 061  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 31 204  ტესტი ჩატარდა
10:00 / 25.07.2021
შტოპცოვ.გე-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 204 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 631 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 573 Pჩღ ტესტით.
საბერძნეთში სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
09:32 / 25.07.2021
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.
საელჩო: ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთის ტერიტორიაზე შემოსვლას ვერ შეძლებენ
23:43 / 24.07.2021
ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 24 ივლისის ბრძანების თანახმად, 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შემოსვლას, - ამის შესახებ ნათქვამია ბულგარეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნიკა მელია გიორგი გახარიაზე: არ მეშვება ეს ადამიანი, რამდენჯერაც გამოჩნდება, იმდენი მახსენებს მე
23:16 / 24.07.2021
“არ მეშვება ეს ადამიანი, რამდენჯერაც გამოჩნდება, იმდენი მახსენებს მე. ამ კენჭების სროლას ჩემკენ, ბატონო გახარია, ხომ არ სჯობს, თავად იყაროთ კენჭი თბილისის მერობის კანდიდატად”.
დასავლეთ გერმანიაში მოსალოდნელი ჭარბი ნალექის გამო შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო
23:12 / 24.07.2021
დასავლეთ გერმანიაში მოსალოდნელი ჭარბი ნალექის გამო შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო.
„ლეიბორისტული პარტია“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას
22:33 / 24.07.2021
„ლეიბორისტული პარტია“, როგორც ერთადერთი დაუმორჩილებელი, პრინციპული, უღალატო პარტია, დამოუკიდებლად მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამ განაცხადა.
„მილანმა“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შეათანხმა - რუსული მედია
22:16 / 24.07.2021
„მილანმა“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შეათანხმა - აღნიშნულ ინფორმაციას რუსული გამოცემა Metaratings-ი ავრცელებს. როგორც აღნიშნული ვებგვერდი წერს, მხარეები კონტრაქტზე შეთანხმდნენ და ხვიჩა „რუბინს“ დატოვებს.
არჩილ თალაკვაძე: ქალაქში უკვე გამოჩნდა ჩვენი კანდიდატისა და თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერის კახა კალაძის პლაკატები, სწორედ ესენია ჩვენი პლაკატები
22:10 / 24.07.2021
პლაკატებთან დაკავშირებით თბილისის მერიამ უკვე გაავრცელა განცხადება და კანონით გათვალისწინებული რეაგირება უკვე დაწყებულია. რაც შეეხება სიძულვილის ენას და პოლარიზაცია, საზოგადოებამ კარგად დაინახა ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვის დღის წესრიგშია დაპირისპირება და სიძულვილი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში ისაუბრა.
„სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ ვაქცინაციას რეგისტრაციის გარეშე შეძლებთ
21:57 / 24.07.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით აცრა რეგისტრაციის გარეშე არის შესაძლებელი.
მედალი მოგვპარეს და ესაა ყველაზე სამწუხარო – ირმა ხეცურიანი სანდრო ბაზაძის ეპიზოდზე
21:53 / 24.07.2021
ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოფარიკავეთა შეჯიბრის ნახევარფინალში სანდრო ბაზაძისა და უნგრელ არონ შილაგს შორის მომხდარმა ეპიზოდმა გულშემატკივრებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
თბილისის მერია: მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც ქუჩებში თვითნებურად გააკრეს პლაკატები, სამართალდამრღვევები დაჯარიმდებიან
21:32 / 24.07.2021
მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც ქუჩებში თვითნებურად გააკრეს პლაკატები, სამართალდამრღვევები დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.
ლონდონის პარკში 100-მდე ვირთხა ქალს თავს დაესხა
21:25 / 24.07.2021
100-ზე მეტი ვირთხა ლონდონის პარკში 43 წლის ქალს თავს დაესხა. ამის შესახებ The Sun წერს.
პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე,  დამამძიმებელ გარემოებებში  ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ზ.კ-ს ბრალდება წარუდგინა
20:17 / 24.07.2021
საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ზ.კ-ს ბრალდება წარუდგინა.
გიორგი ვოლსკი: ვიხილეთ გავეშებული, გააფთრებული შეტევა საზოგადოებაზე, სახელისუფლო სტრუქტურებსა და საარჩევნო ადმინისტრაციაზე, რათა შექმნილიყო ილუზია, თითქოს, არჩევნები გაყალბდა
15:29 / 24.07.2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნათლად გამოჩნდა, რომ გაყალბებული არა ცესკო-ს შედეგები, არამედ - ხმების პარალელური დათვლისა და კვლევების შედეგები იყო გაყალბებული.
პაატა იმნაძე: ამჟამად, ქვეყანაში ყველა ტიპის ვაქცინაა - ყველა გემოვნების ადამიანისთვის
13:30 / 24.07.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში, უკვე ვაქცინების დიდი არჩევანია და მოქალაქეებს აქვთ საშუალება, მათგან სასურველი აირჩიონ.
„ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო
12:53 / 24.07.2021
„ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია 12:00 საათიდან დაიწყო, აცრა კი 26 ივლისიდან დაიწყება. ამ ვაქცინით იმუნიზაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.
დღის სიახლეები
კალენდარი
×