რატი იონათამიშვილი - სააკაშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ადამიანის უფლებების გასანადგურებლად, მედია იყო დამონებული, ახლა ნიანგის ცრემლებით საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, საკუთრების უფლებაზე
20:12 / 02.12.2021
ცინიზმია, როცა ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა დაეზიანებინა ქართული დემოკრატია, გაენადგურებინა ადამიანის უფლებები, მედია იყო დამონებუოი ხელისუფლების მხრიდან, ახლა ნიანგის ცრემლებით საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, საკუთრების უფლებაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომელმაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოსვლა შეაფასა.
ირაკლი კობახიძე - 2 %-იანი ბარიერი ან უფრო დაბალი ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს და არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია, ამას გეუბნებით როგორც ექსპერტი - ქალბატონი კელი არ არის ექსპერტი
18:07 / 02.12.2021
მე ვარ ამ საქმის, უშუალოდ ამ სფეროს სპეციალისტი, რასაც კონსტიტუციური სამართალი ჰქვია და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი ბარიერი - 2 % ან უფრო დაბალი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში. არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია. ამას გეუბნებით, როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი არ არის თვითონ ექსპერტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, არის თუ არა საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადების ადრესატი, რომელიც მან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.
ირაკლი კობახიძე: ე.წ. პიჯაკების საქმეში არის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები
17:54 / 02.12.2021
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. პიჯაკების საქმეში უმძიმესი კორუფციული დანაშაულებია.
პროკურორი: დღეს მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ სპა-პროცედურებსა თუ ფუფუნების საგნებს ნამდვილად თავად მოიხმარდა და შვილის სწავლის დაფინანსებაც მისი გადაწყვეტილება იყო
17:53 / 02.12.2021
პროკურორ გიორგი მუჯირის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ექსპრეზიდენტმა თავადვე დაადასტურა, რომ ბიუჯეტის თანხებს პირადი და გარშემომყოფების კეთილდღეობისთვის ხარჯავდა.
„სანდრას რატომ არ ასამართლებთ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი“ - მიხეილ სააკაშვილი
15:09 / 02.12.2021
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს მისი პრეზიდენტობისას დახარჯული ხარჯების შესახებ ისაუბრა.
„კახა ბენდუქიძე ამათ მოკლეს, ის ნერვიულობდა რომ აღუძრეს საქმე თავისი უნივერსიტეტიდან თანხის გაფლანგვაზე“ - სააკაშვილი
14:50 / 02.12.2021
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ნახა და იცის, რომ იგი მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის გამო ძალიან ნერვიულობდა.
„როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და სინანულს, გაიგეთ რა მდგომარეობაში ვარ“ - სააკაშვილი
14:46 / 02.12.2021
მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოების მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა, რომელიც 29 ნოემბერს გამართულ პროცესზე ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით მის სიტყვით გამოსვლას ეხებოდა.
„აღარ ვიცი ვიამაყო თუ არა, რომ ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ვარ, რადგან რაც დარჩა ამ სახელმწიფოდან კარგად ხედავთ“ - მიხეილ სააკაშვილი
14:41 / 02.12.2021
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოვიდა.
მიხეილ სააკაშვილი - უსამართლობას მე ვერ მივიღებ, შეურაცხყოფას მე ვერ მივიღებ, სააკაშვილთან სიტყვა „კორუფციის“ ხსენებას მე ვერ მივიღებ
13:43 / 02.12.2021
უსამართლობას მე ვერ მივიღებ, შეურაცხყოფას მე ვერ მივიღებ, სააკაშვილთან სიტყვა „კორუფციის“ ხსენებას მე ვერ მივიღებ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოსამართლემ პროკურორების აცილებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
13:38 / 02.12.2021
მოსამართლემ პროკურორების აცილებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განმარტებით, პროკურორის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში პოლიტიკური ნეიტრალიტეტი დაცული იყო.
პროკურორი ქეთი ჩაჩავა - 48 ბაინდერია თარიღების მიხედვით, ყოფილი სახალხო დამცველის ვიზიტში სააკაშვილის დავალებით 181 000 ლარი დაიხარჯა
13:26 / 02.12.2021
„სანამ ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ ჩვენ დაცვის მხარეს ვუსმენთ და არ ვაწყვეტინებთ. სამმა ადვოკატმა დააფიქსირა თავისი პოზიცია ისე, რომ არცერთ პროკურორს არ შეგვიწყვეტინებია სიტყვა და მოლოდინი გვაქვს, რომ ისინიც პატივისცემით და ღირსებით მოგვეპყრობიან და სიტყვას არ შეგვაწყვეტინებენ, - ამის შესახებ პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურორების გიორგი მუჯირის და არჩილ ტყეშელაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს
12:30 / 02.12.2021
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა პროკურორების გიორგი მუჯირისა და არჩილ ტყეშელაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 72 პაციენტი
11:57 / 02.12.2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 626 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 151 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 475 PCR ტესტით.
კახა კალაძე: „ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო და არა ჩემი ენერგეტიკის მინისტრობის დროს
21:05 / 01.12.2021
„ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო. მე ენერგეტიკის მინისტრობის დროს, უარი ვთქვი კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარის გადახდაზე“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ რაოს“ საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ჩინური ვაქცინების შემთხვევაში ე.წ. ბუსტერდოზის გაკეთების ვადა შესაძლოა, 3 თვემდე, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში კი 5 თვემდე შემცირდეს
21:03 / 01.12.2021
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ნებისმიერი ახალი შტამი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, არავაქცინირებულ ადამიანებში სწრაფად გავრცელდეს, ქმნის საფრთხეს, რომ ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის მაჩვენებელი გაიზარდოს.
იენს სტოლტენბერგი - მზად ვართ, გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა ორივე ქვეყნის მიმართ - რეფორმები გადამწყვეტია იმისთვის, რომ საქართველო და უკრაინა უფრო ძლიერები გახდნენ
19:14 / 01.12.2021
საქართველო და უკრაინა ნატოს ხანგრძლივი და ახლო პარტნიორები არიან, რომლებმაც ჩვენს მისიებსა და ოპერაციებში წვლილი შეიტანეს და ალიანსის წევრობისკენ მიისწრაფვიან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რიგაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სუს-ის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
18:46 / 01.12.2021
მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს, ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, საქართველოს ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.
განათლების მინისტრი - რაც არ უნდა კარგი იყოს ონლაინ სწავლება, ვერასდროს ჩაანაცვლებს სასწავლო პროცესს, რომელიც საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს
18:44 / 01.12.2021
რაც არ უნდა კარგი იყოს ონლაინ სწავლება, ვერასდროს ჩაანაცვლებს სასწავლო პროცესს, რომელიც საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
ხულუტის ციხე- დარბაზის  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
15:13 / 01.12.2021
30 ნოემბერს „ საყდრისის კომიტეტი“ რესტავრატორებთან ერთად, საზოგადოებას, ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გააცნობს.
ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი სექტემბრიდან დაიწყო და ამ დროისთვის ციხე- დარბაზი სრულად არის გაწმენდილი ნაყარი მიწა-ნაგავისგან. იმის გამო, რომ VIII კოშკის მდგომარეობა გაცილებით რთული იყო, სამუშაოების დიდი ნაწილი სწორედ ამ კოშკზე მიმდინარეობდა; სპეციალური მეთოდით მოხდა კოშკზე არსებული ბზარის „ამოკერვა“ და გაწმენდის დროს აღმოჩენილი ავთენტური საფეხურების კონსერვაცია. ასევე დასრულებულია იატაკის მოწყობის ყველა საჭირო სამუშაოები და უსაფრთხო გადაადგილებისთვის კოშკთან ასავლელ ბილიკზე გაკეთდა ლითონის მოაჯირი.
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ!
14:43 / 01.12.2021
ჩვენ ირგვლივ სამყარო ტექნოლოგიური წინსვლის პროცესშია.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო სპეციფიურ „პისიარ“ ტესტებს მიიღებს, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ სადიაგნოსტიკოდ გამოიყენებენ
12:19 / 01.12.2021
საქართველო უახლოეს პერიოდში სპეციფიურ „პისიარ“ ტესტებს მიიღებს, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ სადიაგნოსტიკოდ გამოიყენებენ.
პენსიონერებისა და  სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირებისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადები წესდება
11:26 / 01.12.2021
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს მასშტაბით პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით ისარგებლებენ.
მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე სემეკის მიერ შემუშავებული ახალი წესის მიხედვით, დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო ყოველი თვის 22 რიცხვამდე გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა, 6-დან 3 თვემდე შემცირდეს
11:11 / 01.12.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა, 6-დან 3 თვემდე შემცირდეს.
საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა
10:55 / 01.12.2021
საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: არის სრულად ვაქცინირებული; გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი; ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.
რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან ეხსნებათ
10:30 / 01.12.2021
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ.
ჯანმო „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო მოგზაურობასთან დაკავშირებით ახალ რეკომენდაციებს ავრცელებს
10:00 / 01.12.2021
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე სადღესასწაულო სეზონზე საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავენ, რეკომენდაციებით მიმართავს.
ბექა ფერაძე - შრომის ინსპექცია ხვალიდან აღსრულებას დაიწყებს რამდენად არის დანერგილი კოვიდ აპლიკაცია სხვადასხვა ობიექტზე - პირველი დღეები სარეკომენდაციო ხასიათის იქნება
22:47 / 30.11.2021
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ხვალიდან თუ რომელიმე ობიექტი „მწვანე ბარათების“ კონცეფციას არ დანერგავს სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10 000 ლარს, ინდ. მეწარმისთვის - 2 000 ლარს.
საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე  ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა
12:56 / 18.11.2021
საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.
პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე ალექსანდრე მუხაძე ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა
12:23 / 18.11.2021
პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა. ფაქტთან დაკავშირებით უწყებაში ბრიფინგი გაიმართა და დანაშაულის ამსახველი კადრებიც გამოქვყნდა.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
×