Loading data...
ირანის პარლამენტის სპიკერი: ირან-ისრაელის დაპირისპირების დროს ისრაელში, სულ მცირე, 500 ადამიანი დაიღუპა

ირან-ისრაელის დაპირისპირების დროს ისრაელში, სულ მცირე, 500 ადამიანი დაიღუპა, რაც ნიშნავს, რომ ისრაელის მხრიდან რეალური მსხვერპლი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ოფიციალურ განცხადებაში იყო ნათქვამი, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ღალიბაფმა განაცხადა.

ირანის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ისრაელის ბოლოდროინდელი სამხედრო აგრესიის შეწყვეტა რეჟიმის წარუმატებლობით იყო განპირობებული და არა მისი მხრიდან რაიმე თავშეკავებით.

მოჰამედ ღალიბაფმა აღნიშნა, რომ ირანი არა მხოლოდ ისრაელს, არამედ ნატოსა და აშშ-ის მეთაურობით დაქვემდებარებულ დასავლეთის ძალებს უპირისპირდება.

მან ხაზი გაუსვა, რომ ირანის დომინირებამ ხმელეთსა და ჰაერში ხელი შეუწყო სიონისტური რეჟიმის კრახს.

მან აღნიშნა, რომ კონფრონტაციის ბოლო დღეებში ირანის სარაკეტო დარტყმები 90%-ზე მეტი სიზუსტით განხორციელდა.

„ჩვენ მწყობრიდან გამოვიყვანეთ ისრაელის სამხედრო და თავდაცვითი ცენტრები. კონფრონტაციის ბოლო დღეებში ირანის სარაკეტო დარტყმები 90%-ზე მეტი სიზუსტით განხორციელდა, რამაც ეფექტურად გაანეიტრალა ისრაელის ძირითადი სამხედრო და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ირანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამიზნეებზე შეუზღუდავი წვდომა ჰქონდა, რამაც ისრაელი აიძულა, ზავი ეთხოვა“, - აღნიშნა მოჰამად ღალიბაფმა.

აშშ-სთან არაპირდაპირი მოლაპარაკებების საკითხზე საუბრისას, ღალიბაფმა ვაშინგტონი გააკრიტიკა ირანზე თავდასხმების გამო, ვიდრე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

„პირველ რიგში, ამერიკამ უნდა ახსნას, თუ რატომ დაგვესხა თავს მოლაპარაკებების დროს. ამ მოლაპარაკებებში ორი ძირითადი საკითხი უნდა გაირკვეს: რეგიონში სტაბილური უსაფრთხოების დამყარება და ირანის ეკონომიკური ინტერესების უზრუნველყოფა“, - დასძინა ირანის პარლამენტის სპიკერმა.