იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გუშინ შეგნებულად გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პატიმარი სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი. ამის შესახებ რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველო, მისი ხელმძღვანელობა - ვისკენ არიან ისინი დღეს?, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზურაბ აზარაშვილთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.
ბიძინა ივანიშვილის მხარე დარწმუნებულია, რომ "კრედიტ სუისს" ბერმუდასა და სინგაპურში სასამართლოს მოუგებს - "ემ ქეი დი" ჯგუფის უფროსმა მრჩეველმა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველმა ბერმუდასა და სინგაპურში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც "კრედიტ სუისის" მხრიდან ივანიშვილის კუთვნილი ორ მილიარდამდე აქტივთან დაკავშირებით მიმდინარეობს, მედიასთან ისაუბრა.
გამოქვეყნდა „ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2022“, რომელიც მსოფლიოს 165 ქვეყანას და ტერიტორიაზე ადამიანის თავისუფლების ხარისხს ათეულობით სხვადასხვა ინდიკატორზე და კვლევაზე დაყრდნობით სწავლობს. ინდექსს და მსოფლიო რეიტინგს „ფეიზერის ინსტიტუტი“ და „კატონის ინსტიტუტი“ ერთობლივად აწარმოებენ.
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას თავად ითხოვს. მისი თქმით, მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ პარენტერალურ კვებას რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის შემთხვევაში გააგრძელებს.
2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო გლობალურად 41-ე ადგილზეა და პირველად შედის ევროპის საუკეთესო ოცეულში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს დე ფაქტო რესპუბლიკაში შესვლაზე უარი განუცხადა. ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. სამუშაო თათბირზე ყურადღება გამახვილდა ფინანსთა სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელ გეგმებსა და ძირითად მიმართულებებზე.
გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა 3.39%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
ვერავინ, ვერც ერთი ადამიანი ვერ მოიტანს კონკრეტულ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს, ან ფარულად რაიმეს აწარმოებს. არ არსებობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ავსტრიის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის გუშინდელი განცხადებები შეაფასა.
კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook- გვერდზე „სინამდვილეში“ გამოქვეყნებულ პოსტში წერია.
ესპანეთში, ბასკეთის მხარეში ვიზიტის ფარგლებში, „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დელეგაციიის წევრებთან ერთად, ბასკეთის მმართველი პარტიის ლიდერს, ანდონი ორტუსარს შეხვდა.
ლევან ხაბეიშვილის არჩევა არის მათი თავის სატკივარი, ვინც ჯერ ლიდერად შექმნა და მერე აირჩია, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევა.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივე ამოსავალი პირობები უნდა არსებობდეს, არ უნდა იყოს შემოკლებული გზით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროკავშირის რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე შესრულებულია, რამდენიმე რეკომენდაცია ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი, პირველი რეკომენდაციის შესრულება კი, რომელიც პოლარიზაციის დასრულებას ეხება, ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინდა, მივესალმო გულითადად ჩემს ძვირფას კოლეგას, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს, ბატონ კარლ ნეჰამერს. მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ ჩემს ავსტრიელ კოლეგას საქართველოში, ეს არის პირველი ვიზიტი საქართველოში ავსტრიის კანცლერის და შეიძლება მას ისტორიული ვიზიტი ვუწოდოთ. მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახალი პროგრამა იწყება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, კერძოდ, აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს.
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას გამორიცხავს. ”ის ფაქტი, რომ ახლახან მივიღეთ გადაწყვეტილება ტანკების გაგზავნის შესახებ და გერმანიაში შემდეგი დებატები იწყება, უბრალოდ არასერიოზულად გამოიყურება”, - აღნიშნა შოლცმა გერმანულ გამოცემა Tagesspiegel-თან ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 52.58% მიიღო. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობა ნაყოფიამ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდო გადაეცა. ჯილდო მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მიანიჭეს.
ჩვენ 2 მნიშვნელოვანი სასამართლო განხილვა გვქონდა და ეს განხილვები ერთგვარი ფონია იმისა, რაც ახლა ხდება - ერთი განხილვა გვქონდა სინგაპურში, გასული წლის სექტემბერში და მეორე ბერმუდაზე, დეკემბერში, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მთავრობის სტრატკომის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ბიზნესინტერესები კონკრეტულ კერძო პროექტში, აბსურდული და უსაფუძვლოა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. მთავრობის მეთაურმა სამუშაო თათბირზე 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები მიმოიხილა. საუბარი შეეხო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის" იმპლემენტაციის დინამიკას.
აფხაზეთში დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა „აფხაზეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში“ გარკვეული ზონებში ფრენა დროებით აკრძალა. აკრძალვის მიზნად სამხედრო ან ტერორისტული ხასიათის საფრთხისგან დაცვა სახელდება.
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორებმა, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ განხორციელებულ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ჩვენებას დაესწრო. საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენმა აპარატებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს.
ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში საქართველოს სახელით ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს.
რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ემხრობა ქვეყანას, რომელიც რუსეთის მხრიდან განიცდის აგრესიას. ჩვენ ამ მხარდაჭერას ვაცხადებთ პოლიტიკური თვალსაზრისით და ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვართ ჰააგის სარჩელის თანაავტორები და მხარს ვუჭერთ ჰუმანიტარული თვალსაზრისით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან იყო მიღებული, მათი მხრიდან იყო საქართველო სანქცირებული და თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მოხსნილი, ამაში ცუდი რა არის?, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად საუბრობენ არსებულ რეალობაზე და იმ უბედურებაზე, რაც სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ყოფილი ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კიზინგერის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვას.
საქართველოს პროკურატურამ უცხოელ სამართალდამცავებთან ერთად ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 3 ფიზიკური და 13 იურიდიული პირის მიმართ.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის საქმე, რომელიც შვიდ წელზე მეტია ჩართულია Credit Suisse-ისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავებში, ფართოდ გაშუქდა მედიის მიერ, მათ შორის შვეიცარიაშიც, სადაც კლიენტებთან ურთიერთობების მსჯავრდებული მენეჯერის მიერ ჩადენილი იქნა თაღლითობა და არასწორი მენეჯმენტი, - ამის შესახებ ვებგვერდზე CS Victims გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.
სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაიწყო სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გერმანული Leopard-ის ტიპის ტანკები უკრაინაში უფრო სწრაფად ჩავლენ, ვიდრე ამერიკული Abrams-ის ტანკები, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემის შესახებ დღეს დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ახალი კონცეფციის თანახმად, „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მოემსახურება თბილისელებს.
საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა დაიცვას სააკაშვილის ჯანმრთელობა, - ამის შესახებ ევროკომისარმა ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში იოჰანეს ჰანმა ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.
2023 წელს ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის გაზრდილი ბიუჯეტი 27 მილიონ ლარზე მეტია. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ხმათა უმრავლესობით დამნაშავედ ცნო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ყარსში შეხვდა.
ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, შეუძლებელია საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ თუ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ოღონდ ეს პოლიტიკა საქართველოს საწინააღმდეგო იქნება და არ იქნება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობილი, ამ შემთხვევაში ბუნებრივია მოლოდინი არსებობს, რომ ვერ მიიღოს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მსოფლიოში არ არის ქვეყანა, სადაც ეკონომიკური წინსვლა საბოლოოდ არ აისახა მოქალაქეზე. ჩვენი ქვეყანა ნელნელა, მაგრამ წინ მიდის და ეს პროგრესი ხელშესახებია, საბოლოო ჯამში ამას ვერაფერი დაანგრევს და შეეწინააღმდეგება - განაცხადა „ღამის კურიერში“ „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის ლიდერები მიმდინარე კვირაში უკრაინაში მიემგზავრებიან, თუმცა თან არ მიაქვთ იმის დაპირება, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას უახლოეს მომავალში შეძლებს, - წერს ამერიკული გამოცემა POLITICO.
საქართველოს ხელისუფლება არ არის მკვლელი, მკვლელები ჩვენ ვართ, ჩვენი უმოქმედობით - ამის შესახებ ტელეწამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ეხმაურება და "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დღევანდელ ფოტოებს ავრცელებს:
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნისა და ამჟამად სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, შოთა უტიაშვილის განცხადებას ეხმაურება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები და გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოს ხელისუფლება მას საჯაროდ აწამებდა და კლავდა.- ამის შესახებ მან კიევში ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდრ ვან დერ ბელენთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი.
სააკაშვილი საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლივით გამოიყურება , - ამის შესახებ “მაგნიტსკის აქტის” ავტორი ბილ ბროუდერი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს და მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესიდან ფოტოებს აქვეყნებს.