1752250882
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ მსოფლიო რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვაზე ვაშინგტონის რეაქციას მალე იხილავს

თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის განცხადებით, მსოფლიო მალე იხილავს ვაშინგტონის რეაქციას რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვაზე.
ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტ ტრამპს ჰკითხეს თუ რა რეაქცია ჰქონდა მას რუსული ძალების მიერ უკრაინის მორიგ იერიშზე, რომლის დროსაც საავადმყოფო დაზიანდა. ტრამპმა თქვა, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია.
„მე ვიცი. თქვენ ნახავთ რა მოხდება მომავალში“, - განაცხადა ტრამპმა.
უკრაინული მედიის ცნობით, 11 ივლისს რუსულმა ძალებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით კვლავ მიიტანეს იერიში.