პრემიერ-მინისტრი - მინდა სააკაშვილს გულწრფელად  ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა - როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს?
18:50 / 07.12.2022
მე, როგორც ადამიანმა ადამიანს, სააკაშვილს მინდა გულწრფელად ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს?! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი - ომის პარტიას, ამრევებსა და "ლუზერებს" არეულობას არ შემოვატანინებთ - სააკაშვილის ჩამოყვანით "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოლო კარტი გამოიყენა
18:49 / 07.12.2022
ვინმეს რაიმე ილუზია არ ჰქონდეს - ჩვენს ქვეყანაში „ომის პარტიას“, ამრევებსა და "ლუზერებს" არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას, პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს - არასწორად მოახდინეთ ინტერპრეტირება, თითქოს ყველა ადამიანს, ვინც უკრაინაში ომობს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვუწოდე - მე ვთქვი შემდეგი: არის კატეგორია, რომელიც დიახაც, „ომის პარტიის“ წაყვანილია
18:47 / 07.12.2022
ჩემი ნათქვამი არასწორად იქნა გაგებული და ეს თქვენი დამსახურებაა, რომ არასწორად მოახდინეთ ინტერპრეტირება, თითქოს მე, ყველა იმ ადამიანზე, ვინც დღეს უკრაინაში ომობს, ვუწოდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ეს დიდი სიცრუეა, ამას ავრცელებდით, თქვენ, ყველა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც განმარტებები გააკეთა უკრაინაში ქართველი მებრძოლების თაობაზე რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებაზე.
ირაკლი ღარიბაშვილი - აფხაზეთის ომში დაღუპული ჩვენი 11 გმირის ნეშტი დავუბრუნეთ მათ ოჯახებს, კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სამძიმარი ვუთხრა დაღუპულების ოჯახის წევრებს
18:02 / 07.12.2022
აფხაზეთის ომში დაღუპული 11 ჩვენი გმირის ნეშტი დავუბრუნეთ მათ ოჯახებს, კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სამძიმარი ვუთხრა დაღუპულების ოჯახის წევრებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული თერთმეტი პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
ირაკლი ღარიბაშვილი-  მე, როგორც ჩვენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში ვალდებული ვარ, რომ დავიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამას ვაკეთებ
17:56 / 07.12.2022
მე, როგორც ჩვენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში ვალდებული ვარ, რომ დავიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამას ვაკეთებ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე-რაზე დაყრდნობით ამბობს ვინმე, რომ საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება?
15:39 / 07.12.2022
არავინ არავისზე პასუხისმგებლობის გადატანას არ ცდილობს, არავის არავითარი პასუხისმგებლობა არავისზე გადასატანი არ აქვს - თუკი პატიმარი სერვისს არ იღებს, ერთადერთი პასუხისმგებელი პირი არის ის მის ჯანმრთელობაზე
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კომიტეტის მე-13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
15:33 / 07.12.2022
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა სტრასბურგში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) მხარეთა კომიტეტის მე-13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
გამომძიებელი:"სააკაშვილმა უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე
15:03 / 07.12.2022
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სისხლის ნიმუშის აღებაზე უარი განაცხადა.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
×