Loading data...
გორდულაძე 20-21 ივნისის საქმეზე: გახარიას, რომელიც თვითონვე ამბობს, რომ სრულად იღებს ყველაფერზე პასუხისმგებლობას, გამოძიების ფარგლებში მოუწევს, გასცეს პასუხი კითხვას, რაზე აიღო პასუხისმგებლობა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე 2019 წლის 20-21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საგამოძიებო პროცესს გამოეხმაურა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას მოუწევს, გამოძიების ფარგლებში, კითხვებს პასუხი გასცეს.

„რა ვიცით და რა ვნახეთ ჩვენ კონკრეტულად ივნისში? - ერთ მხარეს იდგა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ძალადობდა, ხოლო, მეორე მხრივ, იყო ისევ და ისევ გარედან მართული გიორგი გახარია, რომელიც თვითონვე ამბობს, რომ სრულად იღებს ყველაფერზე პასუხისმგებლობას. ახლა მას მოუწევს, რომ გამოძიების ფარგლებში, რაზე აიღო პასუხისმგებლობა, ამ კითხვას გასცეს პასუხი“, - განაცხადა გორდულაძემ.