Loading data...
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესი დაამტკიცა

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესი. ასევე, საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები დაამტკიცა.

სსიპ - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ წინასწარი მოკვლევა და ანალიზი განახორციელა, რომლის საფუძველზეც საგრანტო განაცხადების განმხილველმა საბჭომ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები განსაზღვრა.

სააგენტომ მოკვლევისა და ანალიზისთვის კონსულტაციები გამართა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან/საჯარო დაწესებულებებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.

ამასთანავე, სააგენტოს მიერ გაანალიზებული იქნა ისეთი სტრატეგიული დოკუმენტები, როგორებიცაა „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია“, სამთავრობო პროგრამა 2025-2028 და სხვ. აღნიშნული დოკუმენტები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულებზე: https://bit.ly/3UkDcws