"ომიკრონი" საქართველოში რეკორდებს ხსნის, მთავარი სამიზნე თბილისია - რა გამოსავალს ხედავენ ეპიდემიოლოგები
21:32 / 20.01.2022
როგორც მოსალოდნელი იყო "ომიკორნი" საქართველოშიც უკვე მთავარი შტამი გახდა. ლიდერობს თბილისი, სადაც ინფიცირებულების 80%-ს ახალი შტამი უდასტურდება.
მაღალია რეინფიცირების რიცხვიც, ბოლო მონაცემებით, ის დაახლოებით 17-20%-ს შეადგენს.
თენგიზ ცერცვაძე - „ომიკრონი“ იწყება სიმპტომებით, როგორიცაა სურდო, ყელის, თავის ტკივილი და სისუსტე - ვისაც „ბუსტერი“ აქვს გაკეთებული, მათ იშვიათად ემართებათ
21:20 / 20.01.2022
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რა შემთხვევაში ვერ ავლენს „ომიკრონს“ სწრაფი ტესტი და რა შემთხვევაში ხდება საჭირო „პისიარ“ ტესტის გაკეთება.
სოზარ სუბარი - მიხეილ სააკაშვილი როცა მოიხდის სასჯელს და ბერად შედგომას გადაწყვეტს, შეუძლია მეუფე ნიკოლოზთან წავიდეს
18:27 / 20.01.2022
სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წელი და ამ 6 წლის მოხდა ბუნებრივია, მოუწევს საპატიმროში - როცა მოიხდის სასჯელს და ბერად შედგომას გადაწყვეტს, შეუძლია წავიდეს მეუფე ნიკოლოზთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის ინიციატივას, მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობა მის ეპარქიაში შინაპატიმრობის სახით გააგრძელოს.
ირაკლი ხმალაძე: მიკროავტობუსებისა და ავტობუსებისთვის გამოყოფილია სპეციალური ზოლი და ისინი კერძო ავტომობილებთან შედარებით რამდენჯერმე უფრო სწრაფად გადაადგილდებიან
18:16 / 20.01.2022
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესება - უფრო მეტად დაფაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელმა ქალაქის ტერიტორია, უფრო მეტ მგზავრს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და შემცირდეს გადაადგილების დრო. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა, ადვოკატებს კი, სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შესაძლებლობა მისცა
15:11 / 20.01.2022
დაცვის მხარის მოთხოვნა - მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე - თუ სადმე გაუჭირდება მას ყოფნა ფსიქოლოგიურად, ეს არის მონასტერი, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, თან მოუნანიებელი
14:47 / 20.01.2022
იმისათვის, რომ სამართლიანობის პრინციპი იყოს დაცული, მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი იქ, სადაც იხდიან სხვა პატიმრები, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას მესამე პრეზიდენტის შინაპატიმრობის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
წყნეთი-ბეთანიის გზაზე საავტომობილო მოძრაობა 21 იანვრის დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე შეიზღუდება
14:38 / 20.01.2022
მეწყრული პროცესების საპრევენციო სამუშაოების წარმოების გამო, წყნეთი-ბეთანიის გზაზე საავტომობილო მოძრაობა 21 იანვარს დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთმანეთთან კოალიციაში არიან
14:17 / 20.01.2022
„ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთმანეთთან კოალიციაში არიან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის არჩევას გამოეხმაურა.
„კლინიკაში მყოფი სამი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“ - დავით რეხვიაშვილი
14:12 / 20.01.2022
„კლინიკა, ამ ეტაპზე, გადავსებულია, სამი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
საქართველოში კანქვეშა ჩიპები აღარ შემოვა - ნახეთ, რა მიზეზს ასახელებს შემომტანი კომპანია
13:46 / 20.01.2022
აიპლიუსმა Biohax International თან კონტრაქტი გაწყვიტა. საქართველოში კანქვეშა ჩიპები აღარ შემოვა. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია თავად ავრცელებს.
სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ისე, როგორც სხვა პატიმრები - კახა კალაძე
13:42 / 20.01.2022
მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული, მას აქვს მისჯილი კონკრეტულ დანაშაულებებზე და რა თქმა უნდა მოიხდის სასჯელს ისე, როგორც სხვა პატიმრები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, თუმცა "ქართული ოცნების" ლიდერმა არ უპასუხა კითხვას, განიხილავენ თუ არა ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ინიციატივას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მონასტერში გადაყვანას გულისხმობს.
ირაკლი ზარქუა: რა დაზარალებული მიშა? ალბათ, საახალწლო ხუმრობაა - მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს
13:26 / 20.01.2022
რა დაზარალებული? ალბათ, საახალწლო ხუმრობაა - მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან ადვოკატების მოთხოვნას, მიხეილ სააკაშვილისთვის არაადამიანური მოპყრობისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ.
„ვითარება საკმაოდ რთულია, შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, ექიმებს ულიმიტო შესაძლებლობები არ აქვთ“ - ბიძინა კულუმბეგოვი
11:52 / 20.01.2022
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გაუარესებული ეპიდვითარების შესახებ საუბრობს.
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულები - გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ
11:42 / 20.01.2022
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ბრალდებული 4 პირი - გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან თბილისს განახლებული და მოწესრიგებული ევროპული ტიპის მიკროავტობუსები მოემსახურება
11:38 / 20.01.2022
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან დედაქალაქს ახალი, განახლებული და მოწესრიგებული ევროპული ტიპის მიკროავტობუსები მოემსახურება და გადაადგილება კომფორტული იქნება. ამის შესახებ კახა კალაძემ მიკროავტობუსების პრეზენტაციისას განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 27 პაციენტი
11:10 / 20.01.2022
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 306 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 896 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 410 PCR ტესტით.
ჯო ბაიდენი: უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის კატასტროფა იქნება
10:00 / 20.01.2022
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა მას სრულმასშტაბიანი ომი არ სურს.
პაატა იმნაძე: „ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით - ავიცრათ, „დავიბუსტოთ“ და ყველგან პირბადე ვატაროთ
01:05 / 20.01.2022
„ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით - უფროსი თაობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში - „360 გრადუსი“ განაცხადა.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×