ქობულეთში სტიქიას ებრძვიან - დატბორილია სახლები და ნაკვეთები (ვიდეო)
23:15 / 16.09.2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია სახლები და სამეურნეო ნაკვეთები. ადიდდა მდინარე აჭყვა, რამდენიმე ადგილას ჩამოწვა მეწყერი.
სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად ადგილზე იმყოფებიან ქობულეთის მერიის შესაბამისი სამსახურები და სამაშველო ბრიგადები.
თენგიზ ცერცვაძე - საუკეთესო პროტოკოლიც კი ვერ იზამს, 60 000 ავადმყოფი რომ გყავს, 60 ადამიანი არ მოკვდეს - როცა საქართველოს ასჯერ ძლიერ ამერიკაზე ნაკლები სიკვდილიანობა აქვს, რომელ არასწორ კლინიკურ მართვაზეა ლაპარაკი
21:50 / 16.09.2021
კატეგორიულად ვაცხადებ, რომ პროტოკოლი არანაირად არ არის გარდაცვალების შემთხვევების მატების მიზეზი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია
19:09 / 16.09.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულად ვაქცინირებულია. მთავრობის მეთაური „ფაიზერის” მეორე დოზით დღეს აიცრა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზურაბ დათიაშვილი თავისუფალია
19:07 / 16.09.2021
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზურაბ დათიაშვილი თავისუფალია.
საქართველოს პროკურატურის განცხადება
18:09 / 16.09.2021
საქართველოს პროკურატურა კატეგორიულად გმობს ერთერთი მედიასაშუალების მიერ თბილისში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის ამსახველი ვიდეომასალის საჯარო გავრცელების ფაქტს.
კირბალიდან ოკუპანტებმა მწყემსი გაიტაცეს
18:03 / 16.09.2021
გატაცების მორიგი ფაქტი საოკუპაციო ხაზთან - სოფელ კირბალიდან 60 წლამდე ასაკის მწყემსი, ზურაბ დოთიაშვილი გაიტაცეს.
ჯანმომ რუსული ვაქცინის რეგისტრაცია შეაჩერა
16:59 / 16.09.2021
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V რეგისტრაცია შეაჩერა. აღნიშნულის შესახებ ამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილემ დოქტორმა ჟარბას ბარბოსამ განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ ქარელში გადაღებული კადრები წარადგინა და განაცხადა, რომ ოპერატორი კამერით ხელში გადაადგილდება, „გვარამიას ტელევიზიამ კი შოუ“ აჩვენა
16:40 / 16.09.2021
ნიკა გვარამიას და მისი ტელევიზიის მიერ გუშინ მოწყობილი შოუ მთლიანად შეიცავდა როგორც დეზინფორმაციას, ისე ზიზღის ენას. როგორც იტყვიან ხოლმე, იყო სრული ბუკეტი იმისა, რისი ლუსტრირებაც მოვახდინეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ ქარელში მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც „მთავარი არხის“ ოპერატორი, ლევან აბლოთია დაშავდა.
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელია და მისი „ლაივჩართვები“ ამის დამადასტურებელია, იმის მიხედვით რა დოზას მოიხმარს, ხან უმატებს ტონს, ხან უკლებს
16:18 / 16.09.2021
ჩვენ არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშვილი. ის დღესაც არის ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნარკოტესტის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ამას მოხერხება უნდა, რომ კაცი პრემიერ-მინისტრი იყო და სააკაშვილის მარიონეტი გახდე
16:00 / 16.09.2021
ამას მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და სააკაშვილის მარიონეტი გახდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას პარტიის წევრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის სუს-ში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი არ ყოფილა.
კახა კალაძე: ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი ამ ნარკოტესტთან დაკავშირებით, გაოგნებული ვარ - ადამიანურად გული მწყდება, როდესაც გიორგი გახარიას ამ მდგომარეობაში ვხედავ
13:04 / 16.09.2021
ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი ამ ნარკოტესტთან დაკავშირებით, უბრალოდ, გაოგნებული ვარ, ნამდვილად არ ველოდი ამ შედეგს - ადამიანურად გული მწყდება, როდესაც გიორგი გახარიას ამ მდგომარეობაში ვხედავ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ისრაელი აცხადებს, რომ ანტივირუსულ პრეპარატს შეუძლია შეაჩეროს COVID-19
12:27 / 16.09.2021
ისრაელის მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ წამალს, რომელიც ადრე აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენებოდა, კორონავირუსის წინააღმდეგ პირდაპირი ანტივირუსული ეფექტი აღმოაჩნდა.
საქართველოში სულ ჩატარებულია 1 589 024 აცრა - სრულად ვაქცინირებულია 660 832 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.1%
12:23 / 16.09.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 16 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ აცრაა ჩატარებული.
ირაკლი კობახიძე: გახარიამ ნარკოტესტზე უარით, პრაქტიკულად, ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით - მელიამაც სოლიდარობა გამოუცხადა, რაც დაინახა, რომ გახარია ამ თემაში „გაჭედილი“ იყო
11:47 / 16.09.2021
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული" საქართველოს თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ ნარკოლოგიურ ტესტირებაზე უარის თქმა „პრაქტიკულად ხელის მოწერაა მის ნარკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით".
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2176 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი
10:52 / 16.09.2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 400 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 551 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 849 PCR ტესტით.
ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა
10:45 / 16.09.2021
ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა დღეს დილით გარდაიცვალა. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.
ამირან გამყრელიძე: აშშ-მ გრიპის და კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება ერთ დღეს დაუშვა, ჯანმოს რეკომენდაცია მალე დაიდება და გადაწყვეტილებას შევაჯერებთ
10:31 / 16.09.2021
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაუშვა, რომ ერთ დღეს შეიძლება გრიპის და კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება, ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს, ჯანმოს რეკომენდაცია მალე დაიდება და შეჯერდება ყველაფერი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.
წყნეთში 2 ადამიანი დაჭრეს
10:00 / 16.09.2021
წყნეთში 2 ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე: მელიასთვის გადამდგარ კაცზე როცაა საუბარი, იქ ბუნებრივია ყველაფერი დღესავით ნათელია - ამაზე საზოგადოება სათანადო დასკვნებს გამოიტანს და ეს 2 ოქტომბერს გამოჩნდება
00:02 / 16.09.2021
საერთოდ არ ვიცი, ამ ყველაფერზე რამდენად შეიძლება სეროზული განცხადება: ერთი, რომ ის ავთენტური თუ არაავთენტური ჩანაწერები, რომელიც უკავშირდება 2019-2021 წლის პერიოდს, როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი და როდესაც ეს სფერო ჩაბარებული ჰქონდა მისი გუნდის 2 წევრს: სუსის უფროსის მოადგილესა და მეორე უწყების ხელმძღვანელს - ასეთ დროს რომ ისრები სხვაგან გადაგაქვს, ეს ცალკე კომიკური მოვლენაა, ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
ანუკი არეშიძე თავის youtube არხზე კახეთში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს
15:56 / 15.09.2021
ანუკი არეშიძე თავის youtube არხზე კახეთში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს,
ბექა დავითულიანი: მიშელის შეთანხმება ფარატინა ფურცელია და სააკაშვილმა გინდა ხელი მოაწეროს, უნდა საწოლთან გამოიკრას
21:24 / 14.09.2021
დღეს შარლ მიშელის შეთანხმება ფარატინა ფურცელია და სააკაშვილმა გინდა ხელი მოაწეროს, გინდაც გულის ჯიბით ატაროს და უნდა თავის საწოლთან გამოიკრას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა მიშელის დოკუმენტზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.
“აიცერი და მოიგე”- StopCovid ლატარია – ვის შეუძლია მოიგოს ფულადი ჯილდო
20:39 / 07.09.2021
,,აიცერი და მოიგე’’ – StopCovid ლატარია ვაქცინაციის პროცესის სტიმულირებისთვის 13 სექტემბრიდან გაიმართება. – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
×