შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება
23:36 / 01.06.2020
თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია, ხოლო მომხდარის შედეგად დაშავებული 1 პირი, რომელიც ამავე გაზგასამართ სადგურზე მუშაობს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.
იმედია, ტრამპი არ შეწყვეტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ურთიერთობას — WHO
22:53 / 01.06.2020
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) დირექტორის, ტედროს ედჰენო გებრეიესუსმა ორშაბათს იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ორგანიზაციასთან ურთიერთობას არ შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
საქართველო „ფორბსის“ საუკეთესო შვიდეულში - გამოცემამ პოსტკოვიდურ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული პოტენციალის მქონდე ქვეყნების სია გამოაქვეყნა
22:47 / 01.06.2020
საქართველო „ფორბსის“ საუკეთესო შვიდეულში – გავლენიანმა გამოცემამ პოსტკოვიდურ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული პოტენციალის მქონდე ქვეყნების სია გამოაქვეყნა. „ტურიზმის ამომავალი ვარსკვლავები – ამ შვიდ ქვეყანას პოსტ-კოვიდურ სამყაროში მთავარ ტურისტულ მიმართულებად გადაქცევის პოტენციალი აქვს“, – Forbes-ის საუკეთესო შვიდეულში სლოვენიასთან, ტუნისთან, ეთიოპიასთან, მიანმართან, ფილიპინებთან და ირანთან ერთად საქართველო მოხვდა.
ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსიდან 24 პირი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს
22:38 / 01.06.2020
ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან 24 პირი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. კორპუსიდან ადგილობრივების გადაყვანა ორ ეტაპად განხორციელდა.
გაზგასამართი სადგურის აფეთქება ნუცუბიძის აღმართზე
22:32 / 01.06.2020
თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე გაზგასამართი სადგური აფეთქდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განცხადეს, აფეთქება კაფე „ვერდეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს
22:27 / 01.06.2020
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც იგი გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმის თამარ ჟამურაშვილის კრიტიკას პასუხობს.
ბარათაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს
22:16 / 01.06.2020
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს.
“ჩვენ იძულებულები გავხდით, წავსულიყავით პოლიტიკაში” – “ქართული მარში” პარტიას ქმნის
22:09 / 01.06.2020
სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მოძრაობა “ქართული მარში” პოლიტიკურ პარტიას ქმნის. ბრეგაძემ ამის შესახებ, „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
დიმიტრი პესკოვი: სამწუხაროდ, უკრაინისა და საქართველოს ხელმძღვანელობასთან დიალოგის განვითარებით ვერ დავიკვეხნით
18:49 / 01.06.2020
მიუხედავად კონტაქტების არსებობისა, უკრაინასა და საქართველოსთან მაღალ დონეზე დიალოგის განვითარება არ ხდება, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.
თურქეთმა შიდა ფრენები განაახლა
18:41 / 01.06.2020
თურქეთმა შიდა ფრენები განაახლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 28 მარტის შემდეგ იყო შეჩერებული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ტურისტები მხოლოდ იმ ქვეყნებიდან შემოვლენ, სადაც ეპიდსიტუაცია მწვავე არ არის
18:37 / 01.06.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ტურისტები მხოლოდ იმ ქვეყნებიდან შემოვლენ, სადაც ეპიდსიტუაცია მწვავე არ არის. აღნიშნულის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ისე ეშინია ჩემი, რომ ჟურნალისტსაც კი აგზავნიან კითხვებით – მეუფე იაკობი
18:34 / 01.06.2020
მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თავად საპატრიარქოს წარმომადგენელი ვარ, – ასე ეხმაურება ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ვარაუდებს.
თავშეყრის ადგილებში პირბადის არ გამოყენებაზე ჯარიმა დაწესდება
18:20 / 01.06.2020
პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის სისტემის მიერ დაწესებული რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე ახალი ჯარიმები დაწესდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
სამთვიანი პაუზის შემდეგ რომის კოლიზეუმი ვიზიტორებისთვის გაიხსნა
17:42 / 01.06.2020
რომში კოლიზეუმი თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ ვიზიტორებისთვის გაიხსნა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კოლიზეუმში გარკვეული რეგულაციები მოქმედებს. ძეგლის შიდა ტერიტორიაზე ერთდროულად 200-300 ადამიანზე მეტის ყოფნა აკრძალულია. გამკაცრებულია სოციალური დისტანციის ზომები, სავალდებულოა პირბადეების ტარება. დამთვალიერებლებს ტერიტორიზე შესვლამდე ტემპერატურას გაუზომავენ. ასევე, კოლიზეუმში მოსახვედრად საჭიროა ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა.
პატრიარქი: დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
17:05 / 01.06.2020
დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, დიდება უფალს და მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა.
300-ლარიანი დახმარების მიღებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია ამ დროისთვის 104 818 თვითდასაქმებულმა გაიარა
16:59 / 01.06.2020
1-ელი ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარების მიღებისთვის 104 818 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს თერმოსკრინინგით 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, გამოცდის ჩაბარების ალტერნატივა ექნებათ
16:56 / 01.06.2020
იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს თერმოსკრინინგის შედეგად 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, გამოცდის ჩაბარების ალტერნატივა ექნებათ. ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ტემპერატურის დაფიქსირების გამო აბიტურიენტი არ უნდა დაიჩაგროს.
ამირან გამყრელიძე: დღევანდელი მონაცემებით, არ ვფიქრობ, რომ ისეთი შემზღუდავი ღონისძიებები უნდა დავაწესოთ, როგორიც გვქონდა - ახლა მივდივართ სლოგანით - „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“
16:44 / 01.06.2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო რეგულაციების გამკაცრების საჭიროება ამ ეტაპზე არ არის.
გიორგი გახარია: მოგიწოდებთ ყველას, ვატაროთ ნიღბები
16:33 / 01.06.2020
მოგიწოდებთ ყველას, რომ ვატაროთ ნიღბები, ეს არის, პირველ რიგში, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევინარჩუნოთ ჩვენი ეკონომიკის აღდგენის ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს ნამდვილად აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამირან გამყრელიძე - გავისეირნე რამდენიმე პარკში და ვნახე, რომ ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა არ იცავს დისტანციას და არც პირბადეს იყენებს
15:38 / 01.06.2020
გუშინ გავისეირნე ქუჩებში, რამდენიმე პარკში და ვნახე, რომ სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა არ იცავს დისტანციას და არც პირბადეს იყენებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძე გამორიცხავს, რომ სკოლებში სწავლა სექტემბრის შუა რიცხვებში ვერ დაიწყოს
15:36 / 01.06.2020
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გამორიცხავს, რომ სწავლა სკოლებში დაგეგმილ დროს, სექტემბრის შუა რიცხვებში არ დაიწყოს.
გიორგი გახარია: ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში ვირუსის დამარცხება, ეს გლობალური გამოწვევაა და მასთან გამარჯვება მსოფლიომ ერთად უნდა იზეიმოს
14:29 / 01.06.2020
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, ვერც ერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური გამოწვევა და მასთან გამარჯვება უნდა იზეიმოს მსოფლიომ ერთად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის ძირითადი ამოცანაა, ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი.
1-5 ივნისს საქართველოში ხანმოკლე წვიმა, თუმცა მის ფონზე ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი
14:24 / 01.06.2020
1-5 ივნისს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 3-4 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.
New York Times: თეთრ სახლთან აქციის დროს დონალდ ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს
14:02 / 01.06.2020
საიდუმლო სამსახურის აგენტებმა უსაფრთხოების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლთან საპროტესტო აქციების დროს მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს, სადაც მან საათზე ნაკლები დრო გაატარა. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
დღეიდან გაიხსნება ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, მათ შორის, ბაზრობები და მოლები
13:24 / 01.06.2020
დღეიდან საქართველოში გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის მაღაზია. მუშაობას განაახლებენ ბაზრობები და სავაჭრო მოლები​ც.
რა პირობების დაცვით იმუშავებენ დღეიდან კვების ობიექტები, ბაზრობები და მოლები - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის განმარტება
13:19 / 01.06.2020
საქართველოში დღეიდან მუშაობას განაახლებენ ღია სივრცის მქონე კვების ობიექტები. ასევე, გაიხსნება ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, მათ შორის, ბაზრობები და მოლები.
1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა
12:11 / 01.06.2020
1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა - დღევანდელი დღე აფხაზეთის №2 სკოლის მოსწავლეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა. რუსლან აბაშიძემ მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. სასაჩუქრე პაკეტებს ეტაპობრივად მთელი საქართველოს მასშტაბით აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე მიიღებს.
მოსკოვში დღეიდან შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი იწყება
12:08 / 01.06.2020
მოსკოვში დღეიდან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი იწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან 8 “საბურთალოს კლასტერს” უკავშირდება, 3 კი მარნეულის სოფელ მარეთს
11:39 / 01.06.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევიდან 8 “საბურთალოს კლასტერს” უკავშირდება, 3 კი მარნეულის სოფელ მარეთიდან არის. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურში 6 ახალი პაციენტი მოთავსდა.
ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
10:34 / 01.06.2020
სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ფეისბუქლაივში თავად განაცხადა.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
01:56 / 01.06.2020
ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განუცხადა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს
01:49 / 01.06.2020
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს.
თბილისში ლენი კრავიცის კონცერტი მომავალი წლის 29 მაისისთვის გადაიდო
00:04 / 01.06.2020
ლენი კრავიცის გრანდიოზული კონცერტი, რომელიც 31 მაისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გამო 2021 წლის 29 მაისისთვის გადაიდო.
7 მაისს ჭალადიდი-ხორგა-ხობის გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
06:23 / 07.05.2020
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 7 მაისს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, სს „საქართველოს რკინიგზა” შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე ფენილის შეკეთების სამუშაოების წარმოებას გეგმავს.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ერთ-ერთ ცათამბჯენზე ხანძარია [ვიდეო]
02:28 / 06.05.2020
არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში მდებარე ცათამბრჯენზე ხანძარი გაჩნდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის 40-სართულიან „აბკო თაუერზე“ ცეცხლის ჩაქრობას ათობით სახანძრო მანქანა და უპილოტო საფრენი აპარატი ცდილობს.
სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდაუდებელი ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ  შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდეს, ეს ჩვენ არ გვეკადრება
12:40 / 22.04.2020
მე მგონი, არ შეიძლება, რომ ამ დროს ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდაუდებელი ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდეს. ეს ჩვენ არ გვეკადრება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საგანგებო მდომარეობის გამოცხადებით, შესაძლებელი გახდა, პირველ ეტაპზე ვითარების მქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის უკიდურესი გართულებებისგან დაცვა.
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
21:44 / 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
×