ცხინვალიდან ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლეს
13:36 / 25.09.2020
დღეს, 25 სექტემბერს ცხინვალიდან ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლეს.
მიხეილ რამიშვილი: მალე მეც დამიჭერენ
13:32 / 25.09.2020
მალე მეც ვიქნები ბრალდებული და მეც დამიჭერენ!“ - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დააკავეს
13:31 / 25.09.2020
დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველს მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დააკავეს.
ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტს ფილტვის 80%-ის დაზიანება და სხვა თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა
11:54 / 25.09.2020
კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება და ფილტვის 80% დაზიანება აღენიშნებოდა.
ვახტანგ გომელაური: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, ამ ერთი თვის განმავლობაში, თუ რაც დასჭირდება არჩევნებს, ყველა საქმეზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება
11:51 / 25.09.2020
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ ყველა უკანონო ქმედებაზე ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება.
საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 165 აჭარაში გამოვლინდა
11:49 / 25.09.2020
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 165 აჭარაში გამოვლინდა.
საქართველოში კორონავირუსისგან 27-ე პაციენტი გარდაიცვალა
11:46 / 25.09.2020
საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. გარდაცვლილი 54 წლის მამაკაცია.
ვახტანგ გომელაური: არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა, დაიქცა ქვეყანა
11:27 / 25.09.2020
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, მაშინ, როდესაც ციხეებში სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა, 3-ჯერ მეტი დანაშაული ხდებოდა.
ვახტანგ გომელაური: გვინდა, რომ უფრო ძლიერები ვიყოთ და არ იყოს ისე ადვილი ჩვენი მტრების, სხვა ჯაშუშების შემოღწევა და ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაციის წაღება
11:21 / 25.09.2020
გვინდა, რომ ხვალინდელ დღეს უფრო ძლიერები ვიყოთ და არ იყოს ისე ადვილი ჩვენი მტრების, სხვა ჯაშუშების შემოღწევა და ინფორმაციის წაღება ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებებიდან, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმის მიმდინარეობისას ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, კიბერუსაფრთხოების მიმართულება ერთ-ერთ მოწყვლადი სფეროა მსოფლიოში და ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არც საქართველოა. თუმცა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიდის ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან.
საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
11:18 / 25.09.2020
საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4664-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
„ფეისბუქმა“ რუსული ექაუნთების ჯგუფები გააუქმა, რომლებიც საქართველოზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ
10:57 / 25.09.2020
სოციალური ქსელის, "ფეისბუქის" ხელმძღვანელობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ექაუნთების სამი ჯგუფი გააუქმეს, რომლებიც რუსეთიდან იმართებოდა და უცხოური ჩარევის შესახებ სოც. ქსელის პოლიტიკას არღვევდა.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს დღეს გაათავისუფლებენ
10:54 / 25.09.2020
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ცხინვალის ციხიდან დღეს გაათავისუფლებენ.
აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დღეიდან აკრძალულია, 22:00 საათიდან კი რესტორნები დაიხურება
10:48 / 25.09.2020
აჭარასთან დაკავშირებით შემოღებული ზომები დღეიდან ამოქმედდა. 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი უკვე მთლიანად შეჩერებულია.
გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 17 ივლისიდან  თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით მატარებელს  ნიშნავს
12:16 / 17.07.2020
თბილისი - ბათუმი - თბილისი #808/807
გასვლა- თბილისი ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი ჩამოსვლა- თბილისი
10:30 15:30 19:05 00:10
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
21:44 / 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
დღის სიახლეები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მინისტრი ამბობს, რომ დანაშაული წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით 3-ჯერ შემცირებულია. ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ განცხადებები, თითქოს კრიმინალმა იმატა, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.
    14:40 / 25-09-2020
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მონაწილეებს დღეს სიტყვით მიმართავს.
    14:35 / 25-09-2020
  • ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი, 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ, გაათავისუფლეს. ის უკვე ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, დატოვა ერგნეთის საგუშაგო და საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ.
    14:18 / 25-09-2020
  • აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, სოლომონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა და როგორც თავად აცხადებს, ბინაზე მკურნალობს.
    14:14 / 25-09-2020
  • "ვისოლმა" რუსთავში, შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ "სმარტის" სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა.
    11:30 / 25-09-2020
  • „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებულ მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა” ონლაინ რეჟიმში მიიღო მონაწილეობა.
    11:16 / 25-09-2020
  • ნახევარი მილიარდი, რაც სახელმწიფომ სოფლის მეურნეობაში ჩადო, ეს იყო ბერკეტი იმისთვის, რომ კერძო ინვესტიცია მოგვეზიდა, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, "ნამდვილ რიცხვებში" განაცხადა.
    00:13 / 25-09-2020
  • წერტილოვანი შეზღუდვების მიუხედავად, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები დღითიდღე მატულობს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსი 259 პირს დაუდასტურდა. ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 399-მდე გაიზარდა.
    23:51 / 24-09-2020
  • თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს, თბილისის მერიისინიციატივით დაფუძნდა, ფესტივალის მიზანი დღემდე უცვლელია: განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება.ფესტივალის 9-წლიანი ისტორიის განმავლობაში, გაიზარდა საგუნდო მუსიკის მსმენელის აქტივობა, რაც უდიდესი სტიმულია საქართველოში მოქმედიგუნდებისათვის. ამ ხნის განმავლობაში, ყოველწიურად, საფესტივალო კონცერტები, იმართებოდა, როგორც თბილისის სხვადასხვა საკონცერტო, ასევე ექსპერიმენტულ სივრცეებში, თუმცა წელს, არსებული პანდემიური ვითარების ფონზე, ფესტივალი წარმოგიდგენილი იქნება ღია ცის ქვეშ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში.საიუბილეო ფესტივალის პროგრამაში, 27 სექტემბრიდან წარმოდგენილი იქნება ოთხი კონცერტი, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ: გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, გორის ქალთა კამერული გუნდი, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "ფიროსმანი", ახალგაზრდული შერეული გუნდი "თუთარჩელა", ვაჟთა ფოლკლორულიანსამბლი "მძლევარი", საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი "ლირა", სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი "ერქვანი", გორის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი, ანსამბლი "მართვე", თბილისის ქალთა გუნდი, ნ. სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი "ბიჭები", ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის სტუდენტურიკაპელა, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო–სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი.ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორი – ქ.თბილისის მერიამხარდამჭერი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროგენერალური პარტნიორი: საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრიფესტივალის განამხორციელებელი: ააიპ თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისოფესტივალი ფესტივალის დირექტორი: ხელოვნებათმცოდნე – მაია ჩაჩავა ფესტივალისსამხატვრო ხელმძღვანელი: არჩილ უშვერიძე
    23:44 / 24-09-2020
  • ჟურნალი ,,თაიმი" 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით წლის გმირების დასახელებას გეგმავს. ცერემონიალს პრინცი ჰარი და მეგან მარკლიც დაესწრებიან, რომლებმაც ამ ფაქტთან დაკავშირებით სატელევიზიო ინტერვიუ მისცეს.
    23:41 / 24-09-2020
  • დახვეწილი გემოვნება, ეპატაჟური სტილი და უდიდესი შარმი – გერმანელი ცოლ–ქმარი სადაც არ უნდა გამოჩნდეს ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა. ბრიტნი კანჯა და გიუნტერ კრაბენჰოფი კარგა ხანია ვერცხლის ასაკში იმყოფებიან, თუმცა ეს არ უშლის მათ ხელს რომ ბერლინში გამართული ყველა კულტურული თუ სოციალური ივენთის სტუმრები იყვნენ და საცეკვაო მოედნებიც დაიპყრონ.
    23:34 / 24-09-2020
კალენდარი
×