ფაქტები და მასშტაბები, თუ რამდენ ქალს შეეხო შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროება, არის გამაოგნებელი, მაგრამ კიდევ უფრო გამაოგნებელია, რომ სახალხო დამცველი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ადამიანის უფლებების დაცვა, ამ დრომდე დუმს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.