Loading data...
მაკრონი: ევროპამ აშშ-ის ტარიფებზე პასუხი უნდა მოამზადოს

საფრანგეთი იზიარებს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის „ძლიერ უკმაყოფილებას“ აშშ-ის მიერ 1-ელი აგვისტოდან ევროკავშირის საქონელზე 30%-იანი ტარიფების დაწესების გამოცხადების გამო, - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე.

მაკრონის თქმით, ტარიფების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეს განცხადება გაკეთდა კომისიის მიერ შეერთებულ შტატებთან კვირების განმავლობაში წარმოებული ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც კეთილსინდისიერად გაკეთებული მყარი შეთავაზების საფუძველზე მიმდინარეობდა.

„ევროპული ერთიანობის პირობებში, კომისიის მოვალეობაა, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, დაადასტუროს კავშირის გადაწყვეტილება, მტკიცედ დაიცვას ევროპული ინტერესები. კერძოდ, ეს გულისხმობს სანდო კონტრზომების მომზადების დაჩქარებას, მის განკარგულებაში არსებული ყველა ინსტრუმენტის მობილიზებით, მათ შორის იძულების საწინააღმდეგო ზომების გამოყენებით, თუ შეთანხმება 1-ელ აგვისტომდე არ იქნება მიღწეული.

ამის საფუძველზე, საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს ევროკომისიას მოლაპარაკებებში, რომლებიც ახლა უფრო ინტენსიური გახდება, რათა 1-ელი აგვისტოსთვის მივაღწიოთ ურთიერთმისაღებ შეთანხმებას, იმ პატივისცემის ასახვით, რომელიც სავაჭრო პარტნიორებს, როგორიცაა ევროკავშირი და შეერთებული შტატები, ერთმანეთის მიმართ ევალებათ, მათი საერთო ინტერესებისა და ინტეგრირებული ღირებულებათა ჯაჭვების გათვალისწინებით“, - დაწერა მაკრონმა.